reportiori.ge - „გორგიას“ სკანდალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„გორგიას“ სკანდალი
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2014. 21:39

 

 

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, სამი დღის განმავლობაში დილის 11 საათზე სახლიდან იმიტომ გავდიოდი რომ საღამოს 5-6 საათამდე „უშტატო ყარაულად" „მემუშავა" შპს „გორგიაში". „გორგია", როგორც ასეთი, რომ არსებობდა არც კი ვიცოდი, მაგრამ ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია სახლში რემონტი აქ აუცილებლად მოხვდებოდა, ისე, ფასების შესადარებლად მაინც.


ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთია: აქ ყველაფერია და ყველაფერს ერთ „ზახოდზე" შეიძენთ, გამოგადგებათ თუ არა, ანუ ხარისხიანი იქნება თუ არა ეს მე არ ვიცი და არც ფასების შედარება შემიძლია, ისე როგორც ხარიხსის. ჩემი „გორგიაში" მისვლა რამდენიმე დოკუმენტმა და მოპოვებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რაც შპს-ში არსებულ ძალიან სერიოზულ დარღვევებს ეხება. ისიც გავიგე რომ საგადასახადო კარგა ხანია ამოწმებს ფირმას და ისიც რომ არც თუ ისე კარგადა აქვთ საქმე იქ, „გორგიაში". სწორედ ამიტომ გადავწყვიტე „ნუმერ პირველი გორგიელი" გია გორგოშაძე მენახა. დავურეკე ბატონ გიას, ტექსტით:„ბატონო გია, თქვენი კომენტარი მჭირდება და თუ დამდებთ პატივს და შემხვდებით კარგი იქნება", პასუხი, ისე რომ თემა არც მკითხა, ასეთი იყო: „ახლა არ მცალია, დღეს დაგირეკავთ". დაველოდე, არ დარეკა და სმს შეტყობილება გავუგზავნე, გელოდებით და რა ხდება-მეთქი, დაახლოებით ასეთი შინაარსისა. გია გორგოშიძემ არც სმს-შეტყობინებას გასცა პასუხი. მეორე დღეს წავედი „გორგიაში" „ყარაულად". არ არისო მითხრეს, კარგა ხანს ვიტრიალე ტერიტორიაზე და წამოვედი. ჩემი იდეა-ფიქსი არ იყო გორგოშაძის გაცნობა და ამიტომ მისი ფირმის არც თუ ისე დაბალი რანგის წარმომადგენელს, ხვიჩა პაპუნიძეს, დავუკავშირდი. საუბრის დეტალები საინტერესო არაა, გამგები ისედაც გაიგებს, ბატონი ხვიჩა დამპირდა დაგირეკავთო და მაინც არაააა, შენც არ მომიკვდე...



ამასობაში დრო რომ არ დამეკარგა, „გორგიას" ოფიციალურ საიტზე შევედი, თურმე ისეთი ევროპული სტანდარტები აქვთ თავად ევროპელებსაც კი რომ შეშურდებათ, არადა ფაქტია - საზოგადოებასთან ურთიერთობა ან არ ეხერხებათ ან ეშინიათ!ამ „პატარა ქალაქის" მფლობელი თუ ქალაქის მერზე უფრო „დაცული" იქნებოდა ამის წარმოდგენა ნამდვილად გამიჭირდებოდა. რატომ ვახსენე დედაქალაქის მერი? საქმე ისაა, რომ „გორგია"-ს გახსნაზე თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია იყო მისული და საქმე ისაა რომ „ბოროტმა ენამ" ამბავი მომიტანა გია გორგოშაძე ამბობს ჩემს ბიზნესს დავით ნარმანია „კრიშავსო". რა მნიშვნელობა აქვს სად და რა ვითარებაში თქვა ეს გორგოშაძემ, მთავარი ახლა ჩემთვის ისაა რომ დავით ნარმანიამ ჩემს სმს-შეტყობინებებს უპასუხა.



ნუ მიწყენთ და ამ საქმის დეტალების გაცნობამდე, დავით ნარმანიას და ჩემიმიმოწერის ერთ ნაწილს (მეორე ნაწილს ქვემოთ შემოგთავაზებთ, სულ ორი კითხვა დავუსვი) გაგაცნობთ:

_ გამარჯობა ბატონო დავით, გაწუხებთ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, შპს „გორგიას" მეპატრონე აცხადებს რომ თქვენ მის ბიზნესს ლობირებთ. არ მინდა თქვენი კომენტარის გარეშე გავუშვა მასალა და კარგი იქნება თუ მიპასუხებთ.

პასუხმა არ დააყოვნა, დავით ნარმანია მწერს: „მე არავითარი შეხება ამ კომპანიასთან არ მაქვს, ისევე როგორც სხვებთან. დიდი კომპანიების პრეზენტაციაზე როგორც წესი დავდივარ და მანდაც ეს იყო. სამწუხაროა, ვიღაც დეზინფორმაციას ავრცელებს".


მომკლავს ეს ორი სათაური...


კარგით, გადავიდეთ დეტალებზე: „მომკლავსესორისათაური", - გახსოვთ ხომ? მეც მახსოვს და ის, რაც ამ სტატიაში ქვემოთ უნდა წაიკითხოთ ორი სათაურის უახლესი ვარიანტია. არადა, პრინციპში არც ტიანშანია შუაში და არც მარკშეიდერი, არც ვასო და კიდევ ბევრი ვინმე, აქ თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „გორგიაში" მიმდინარე პროცესებია, რომელსაც როგორც ზემოთ ვთქვი დიდი ხანია ის სამსახურები სწავლობენ ვისაც ეს საქმე ეხებათ, მაგრამ მანამ ვიდრე „გორგიას" მეპატრონემ „არ გადაამლაშა" „შინაური" ამბები „გარეთ" არავინ გამოიტანა.



მართალია „მე პატარა კაცი ვარ, გრიშა, შეიძლება ბევრი არაფერი გამეგება ცხოვრების, მით უმეტეს, პოლიტიკისა, მაგრამ გრენლანდია რატომაა პოლიტიკა, არ მესმის", ამიტომ ორმა სათაურმა რომ არ მომკლას, აქვე გავხსნი ბრჭყალებს: სტატიას თან ერთვის ორი სურათი, ერთზე თქვენ ხედავთ გიგი უგულავას და ერთ მამაკაცს, მეორე სურათზე ისევ იმ ერთ მამაკაცს და დავით ნარმანიას. ეს ერთი მამაკაცი გია გორგოშაძეა, შპს „გორგიას" მფლობელი. არაფერი პოლიტიკური და არავითარ შემთხვევაში ჩასაფრებულის პოზიციიდან, ქალაქის მერს (უგულავასაც და ნარმანიასაც) ვერც ყოფილს და ვერც მოქმედს ვერავინ მიუთითებს (მიუთითებდა) სად გაეჭრა ლენტი. აქ „ეშმაკები" ერთ „პატარა" დეტალში იმალება: ორივე ფოტოზე შპს „გორგიას" პრეზენტაციაა აღბეჭდილი.


დიახ, ახლა თამამად შეიძლება ვთქვათ: გიგი უგულავას ერთხელ გახსნილი შპს დავით ნარმანიას მეორედ გაახსნევინეს! დავით ნარმანიას დღემდე სჯერა რომ ახალი ფილიალის გახსნაზე იყო და ბოლომდე ვერ იჯერებს რომ მისი გულწრფელი დამოკიდებულება ცუდად გამოიყენეს და ჩემს კითხვაზე: „საინტერესოა როგორ მოხვდით გიგი უგულავას მიერ ერთხელ გახსნილ ობიექტზე მეორედ? ვინ გირჩიათ ეს? მე ვფიქრობ რომ ვიღაცამ ისარგებლა თქვენი ნდობით", მპასუხობს: „ალბათ, ახლაც ალბათ. ახალი ფილიალის გახსნაზე ვიყავი... მაშინ ესეც უნდა ითქვას".მე მჯერა რომ დავით ნარმანიას სჯერა ახალი ობიექტი რომ გახსნა გორგოშაძემ, მაგრამ თავად „გორგიას" თანამშრომლებს როცა ვკითხე ახალი ობიექტი რომ გაიხსნა სადაა-მეთქი, გამიღიმეს და მითხრეს: „ახალი არააა..." მოქმედი თანამშრომლების გარდა გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია„პრემიერთან" საუბრისას აცხადებს: „არავითარი ახალი ობიექტი არ გაუხსნიათ, შეცვალეს ხედი და ნარმანია იქ მიიყვანეს რომელიც თავის დროზე უგულავამ გახსნა. მე არ ვიცი მერს ვინ ურჩია იქ მისვლა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ მრჩეველმა ნამდვილად იცოდა რეალობა".


„თავიდან იყო სიტყვა" - როგორც საკუთარ თავს უწოდებენ „დროში გამოცდილი სანდო პარტნიორი" „გორგია" საუკუნის არაა, მაგრამ დაარსებიდან ნაციონალური რეალობის რეალურ წლებს ნამდვილად მოითვლის. ჯერ იყო „გორგია", შემდებ წინ ბიემსი დაემატა და გახდა „ბიემსი გორგია". ამ ცვალებადობას  ნინო დარსალია ასე ხსნის: „გორგია" გაკოტრებულად გამოაცხადეს, იქ არსებული დარღვევების გამო და სახელწოდებას წინ დაუმატეს ბიემსი, ამით ჩაირეცხა ის უკანობობები, რაც „გორგიაში" იყო". თავად „გორგიას" „ჩასახვას" კი ასე იხსენებს: „ძალიან მიჭირს იმაზე სახელის დარქმევა რაც ხდება. ჩვენ 2010 წელს დავცილდით და კიდევ ვიმეორებ დღემდე ხმა არ ამომიღია, მაგრამ ის იმდენ სიბინძურეს კადრულობს არა მხოლოდ ჩემს მიმართ რომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს რამე მოვითმინო. დეტალები არა მგონია ვინმესთვის საინტერესო იყოს გარდა პროკურატურისა, ამიტომ არ გავამახვილებ ჩვენს ურთიერთობაზე ყურადღებას. წასვლის წინ ყველაფერი რა ქონებაც შევიძინეთ თანაცხოვრების პირობებში (ჯვრისწერით ვიცხოვრეთ 6 წელზე მეტი) შანტაჟითა და მუქარით წაიღო. ჩვენ რომ ვიქორწინეთ, ბათუმში სოხუმის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დამხვდა, რომელიც გადაკეთებული იყო ოფისად, პატარა ანგარი სადაც სამშენებლო მასალები იყო და ორი პატარა სახლი. არ არსებობდა ერთიანი სისტემა, ერთიანი ბუღალტერია, შემოქონდა მასალები ყიდულობდა და ყიდდა და ისე რომ დოკუმენტაცია არ არსებობდა. ყველაფრის მოწესრიგება მომიწია მე, კადრები მე შევკრიბე, შევკარი გუნდი. გავფართოვდით და სამტრედიის ქუჩაზე, თბილისში, გავხსენით ოფისი. ხოშარაულზე გადმოვიტანეთ საწყობები, მართლა კარგი გუნდი გვყავდა და ყველა მათგანი მე სევარჩიე. თბილისში ოფისის გახსნის შემდეგ გავხსენით თურქეთში ოფისი, იქ სახლიც ვიყიდეთ. ამ ქსელს ქვიოდა „გორგია". თბილისში ვიყიდეთ მიწები, ბათუმში ბინები. ყველაფერი როცა დალაგდა მან დაიწყო მოწმეების მოშორება, ეს პროცესი დაიწყო ჩემით".



დროის მიხედვით „გორგიას" მეპატრონეს სხვადასხვა მეგობრები ყავდა. იმ დროს როცა, ბადრი პატარკაციშვილის დევნა დაიწყეს, „გორგიას" დაცვის უფროსი იყო პატარკაციშვილის კუთვნილი ობიექტის და ტელეკომპანია „იმედის" დაცვის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერიძე. ბარდრის მკვლელობამდე, გორგოსაძისათვის ბერიძე „ღმერთი" იყო, მოკლეს, ბადრი, გიორგი ბერიძე დააკავეს და გია გორგოსაძემ ბერიძის შვილებს მამის კუთვნილი ორი თვის ხელფასი არ მისცა. რას ვიზამთ ყველას ვერ მოვთხოვთ იყოს კარგი ადამიანი. როგორც ამბობენ, ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი თავის თანაგუნდელებთან ბათუმში, რესტორანში გაშლილ სუფრას რომ „ამშვენებდა", ვარშალომიძესთან ერთად აწარელი ბიზნესმენების თემას განიხილავდა. ჰოდა, ვარშალომიძემ „ნაჩალნიკს" შესჩივლა თურმე - დამწვარი სკოლისთვის „გორგიას" კრამიტი ვთხოვე და არ მომცესო. და ამას მოჰყვა „გორგიაში" ფინანსურის შესვლა, სხვებს, მაგალითად ქიბარ ხალვაშს, მთელი ბიზნესი გადაუწვეს და დიდი ამბავი შპს-ში ფინანსური თუ შევიდა. ალბათ, „გორგიაც" რეალურად ან მოგუდულში გადაიბუგებოდა, რომ არა ლობისტები და... უცებ ყველაფერი დალაგდა. დალაგდა და დალაგდაააა, „გორგია" გაფართოვდა და აჭარიდან თბილისის ბაზარიც დაიპყრო. ნინო დარსალია ასე იხსენებს ამ პერიოდს: „როცა ფირმაში შემოვიდნენ გიას შეეშინდა და გაიქცა თურქეთში. მე გმონი იმ პერიოდში ერთი ადამიანისათვის, თვით მიშასთვისაც კი, თვითმფრინავით სარგებლობის ყველა რეკორდი მოვხსენი. თურქეთიდან დილით ბათუმში ჩამოვდიოდი, საღამოს მივფრინავდი. ზოგჯერ დრეში სამჯერაც მიწევდა ფრენა. რატომ? მიმქონდა გიასთვის ამბები რაც ხდებოდა ფირმაში. რას ვეუბნებოდი შემმოწმებლებს? გია გაქცეულია, მე კიდევ თურქეთში სამკურნალოდ დავდივარ და კურსს ვერ ჩავაგდებ-მეთქი. ალბათ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს და ეს ფაქტია". ნინო დარსალია ასევე იხსენებს ისტორიას, რომლის თანახმადაც ერთი მაშინდელი დეპუტატი გორგოშაძეს „პატრონობას" დაპირდა: „ამ ქალბატონმა, რომელიც დღეს ისევ დეპუტატია, ქართული ოცნებიდან ამჯერად, გორგოშაძეს უთხრა რომ ის უპატრონებდა, ერთად დასაწყები ბიზნესის სანაცვლოდ და განაში (აფრიკა) დაიწყეს ოქროს ბიზნესი. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ „გეგმა" ასეთი იყო: ტრაქტორით ამოთხრიდნენ ორმოს, მოპოვებულ ოქროს „სლეტკების" სახით სემოიტანდნენ საქართველოში. გორგოშაძემ 300 ათასი მისცა დეპუტატს, 200 ათასი კი შორიდანაც არ დაანახა. ამ საქმეში მეც აღმოვჩნდი გადაგდებული და მოგვიანებით ამ დეპუტატმა შემომითვალა, დაემატებინა შენს ქმარს 200 ათასი და ბიზნესი წარმატებული იქნებოდაო". საერთო ჯამში ნინო დარსალიამ 4 მილიონზე მეტი დაკარგა, უფრო სწორად თავისი ქონება ქმარს გადაულოცა და როცა გორგოშაძე მისგან წავიდა ყოფილი მეუღლის ქონებაც „შემთხვევით" გააყოლა ხელს: „გია გორგოშაძეს ჰქონდა ოთხი ფირმის ლიპა-ბეჭედი, ხშირად მთელ მეტლახ-კაფელს დამტვრეულში ატარებდა, ასევე ხშირად ხდებოდა ისე რომ საბაჟოზე სხვა რაოდენობის ტვირთი იყო ნაჩვენები და რეალურად სხვა იყო შემოტანილი. 10 მილიონის ქონება დებზე, მამაზე, სიძეებზე აქვს გადაფორმებული".



ამონაწერები საჯარო რეესტრიდან:



გია გორგოშაძის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთები თბილისში: დიღომი- 1500კვ.მ; 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა ნაგებობით, რომლის საერთო ფართია 503.40; მიწის ნაკვეთი 800 კვ.მ;  მიწის ნაკვეთი 3270 კვ.მ;თბილისი იმედაშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი 548 კვ.მ თავისი შენობა-ნაგებობებით 1967.7 კვ.მ მათშორის საცხოვრებელი ფართი 1315.3 კვ.მ. ავტოსადგომის ფართი 285.6 კვ.მ. საზაფხულო ფართი 201.7 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი 165. კვ.მ; მიწის ნაკვეთი მეაბრეშუმეობის ტერიტორიაზე 1517.00 კვ.მ; ასევე მიწის ნაკვეთი 1956 კვ.მ; ასევე - 1517 კვ.მ მიწის ნაკვეთი; მიწის ნაკვეთი რუსთავში საერთო ფართით 3270 კვ.მ; მიწის ნაკვეთი თელავში, სოფელი ბუშეტი 1904 კვ.მ. იქვე 306 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ბათუმი 161 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ასე შემდეგ... მოკლედ, მე დავიღალე ამ ქონების ჩამოთვლით და ესეც რომ არა ვინმეს ჯიბეში კი არ ვუძვრები, უბრალოდ მიკვირს ამ და უფრო მეტი (ქვემოთ შემოგთავაზებთ სიას იმ ქონებისას რომელიც ნათესავების სახელზეა გაფორმებული) ქონების პატრონმა რატომ უთხრა თავის ერთ ყოფილ პარტნიორს კუთვნილი მოგების 2%-ის მიცემაზე და რატომ აიმხედრა ის ადამიანები ვინც თავის დროზე „გორგია" შექმნეს? „თქვენ მეკითხებით რატომ დღეს და არა გუშინ? ყველაფერი ყელში ამოვიდა, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ძალიან ამაზრზენი ამბავი: ერთ ყოფილ პარტნიორს მეუღლე ყავს უმძიმესი ავადმყოფი, ის მივიდა გორგოშაძესთან და სთხოვა თავისი მოგების 2%-იანი წილი, მან სასტიკი უარი უთხრა. ახლა გაჩუმება უკვე სირცხვილია".



„დანარჩენებს ისე როგორც მე მეუბნებოდა რომ მოგების 2% ჩვენი იყო, ყველა გადაყარა, მთელი დირექტორთა საბჭო, - ასე აგრძელებს „პრემიერთან" საუბარს ნინო დარსალია, - სამაგიეროდ, მას „გვერდს უმშვენებს" ბიჭიკო დევაძე, რომელიც დრემდე სავი ფულით აკეთებს საბაჟოზე საქმეებს, ამ ადამიანის საქმიანობას დღეს უკვე ფინანსური სწავლობს. წლების წინ, როცა დევაძეს იჭერდნენ, 1 მილიონი გადაიხადა გირაოს სახით გორგოშაძემ და ასე დაიხსნა თავისი თანამოაზრე. იყო ერთი ქალბატონი რომელმაც ბიჭიკო დევაძესაც და იმ ხუთ ადამიანსაც უშველა და აშკარა ციხეს გადაარჩინა. დღემდე გორგოშაძის გვერდითაა და კომპიუტერულ პროგრამებში არაკანონიერი გზით სეაქვს ცვლილებები ზვიად მერაბიშვილს, რომელიც ერთხელ უკვე იჯდა ციხეში ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის გამო. ერთი თვის წინ გაასწორეს დიდი დარღვევა, რაც ფინანსურის გამომძიებლმა ამოიღო, ეს ჩასწორებული ვარიანტი მას უკვე წარმოებაში აქვს. ალბათ მეორე წრეზე გაუშვებს ზვიად მერაბიშვილს ციხეში და მის ოჯახს როგორც სჩვევია ეტყვის - მე არაფერი ვიცოდიო".



ისე ყოველი შემთხვევისათვის, ჩანართის სახით: ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ, თეთრიწყაროში ამომრჩევლებს განუცხადა: „შესასწავლია ყველა ბიზნესმენის საქმე, რომელთაც ბიზნესი დაიწყეს ნაციონალების დროს. შესასწავლია მათი საქმიანობა. ისინი არ არიან ბიზნესმენები, ისინი სინამდვილეში არიან ნაციონალების ჯიბის ბიზნესმენები და მათ ბიზნესი წართმეული ფულით გააკეთეს". ბიზნესი გორგოშაძემ როგორც უკვე ვთქვი ნაციონალების დროს დაიწყო. რომ გაერისკა და შემხვედროდა ძალიან საინტერესო იქნებოდა კითხვაზე - როგორ შეძელით 100 მილიონიანი ბრუნვა გქონოდათ და როგორ ააწყვეთ ასე კარგად ბიზნესი ნაციონალების დროს, როცა ძალიან ბევრი ბიზნესმენი ბიზნესის გარეშე კი არა ქვეყნიდან გააქციეს ან დაიჭირეს? სამწუხაროდ გორგოშაძემ ვერ გარისკა და არ შემხვდა მე კი იძულებული ვარ პასუხგაუცემელი და თავარიდებული (ასე ვთქვათ) კითხვები აქვე ჩამოვწერო: 1. როგორც ვიცი ფართი გაქვთ ნაქირავები „მაუდისაგან" (ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საკუთრება) გაფორმებული გაქვთ სასაწყობე ხელშეკრულება და იხდით 4 დოლარს, ეს იმ დროს როცა სინამდვილეში ამ ფართში საწყობი კი არა მაღაზიებია გაკეთებული? რატომ არ შეცვალეთ ხელშეკრულება? იმიტომ ხომ არა რომ სულ ცოტა კვადრატში 20 დოლარი გექნებოდათ გადასახდელი? 2. როგორ სეიძინეთ ხელვაცაურში დაახლოებით 15 მილიონად შეფასებული დეესკას სამშენებლო კომბინატი მილიონ ნახევრად? 2. როგორ შეიძინეთ 800 ათასად საკონსერვო ქარხანა, რომელიც შარშან 11 მილიონ დოლარადაც კი არ გაყიდეთ მეტი ღირსო? 3. თქვენ თუ იცით, რომ მსგავს გარიგებას კანონით ჰქვია ამორალური გარიგება და დასჯადია? დასჯას თავი დავანებოთ მსგავსი გარიგება კანონით დადასტურების შემთხვევაში ბათილად იქნება ცნობილი და არ გეშინიათ ქონება დაკარგოთ? 4. მამათქვენის, რეზო გორგოშაძის სახელზე ირიცხება ბათუმში, ხელვაჩაურში, თბილისში და ა.შ. ამ ქონების დეტალური ჩამოთვლა (ამონაწერმა 19 ფურცელი შეადგინა) შორს წაგვიყვანს, არა ერთი სახლი და მიწის ნაკვეთი. მაინტერესებს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კიბის სკოლის მასწავლებელმა, უკვე პენსიონერმა, როგორ მოახერხა ბიზნესის დაწყება და მილიონიანი ქონების დაგროვება რამდენიმე წელში? 5. თქვენი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას, სახელზე ირიცხებოდა დიღომში მიწის ნაკვეთი 1100 კვ.მ; იქვე მიწის ნაკვეთი 767 კვ.მ; ბათუმში ორი მიწის ნაკვეთი. როგორ მოხდა რომ ეს ქონება თქვენ გადმოგიფორმათ? დარსალია აცხადებს რომ ნებით არ მოუცია თქვენთვის ქონება. 6. თქვენი სიძე ემზარ თურმანიძე საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის 5 მილიონიანი ქონების მეპატრონე. საინტერესოა ამ ქონების პატრონი რატომ მუშაობს თქვენს მძღოლად? საჭესთან სხვა როცა ზის შიში გაქვთ თუ რა ხდება? ცოტა უცნაური არაა მილიონერი კაცი „შოფერი" იყოს? მითუმეტეს ეს ჰობი არაა მისთვის, ხელფასი როცა უგვიანდება წუწუნებსო ასე ამბობენ. 7. არც თუ ისე ცოტა ქონების მფლობელია თქვენი დაც და არ გეშინიათ ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს მოცემული რეალობა, მითუმეტეს ფინანსური იძიებს საქმეს და ცრუ მაგიერ პირებად დაასახელონ თქვენი ახლობლები? 8. დირექტორთა საბჭოს არც ერთ წევრს არ მიუღია მოგების 2%. როგორ მოახერხეთ 10 ადამინის ასე კარგად და ლამაზად გადაგდება? თუ მათ აქვთ პირიქით თქვენი ვალი?



ნინო დარსალია: „დირექტორთა საბჭოს გორგოშაძე დაპირდა მოგების 2-2%-ი, ოღონდ დახმარებოდნენ დ ფირმა ერთად განევითარებინათ. დღე და ღამეს ასწორებდნენ ბიჭები შრომაში და 2 მილიონიანი ფირმა აწიეს 60 მილიონზე. „გორგიას" დღევანდელი ბრუნვა 60 მილიონზე გაცილებით მეტია. გორგოშაძემ, ნაცვლად იმისა, ვინც ის ფეხზე დააყენა თავისი შრომით გადააგდო და ჯერ დაპირდა 2 თვის შემდეგ გაგისტუმრებთო და შემდეგ საერთოდ არაფერი მისცა, გადააგდო. როდის დაიწყო მათ შორის დაპირისპირება? გაცილებით ადრე ვიდრე გორგოშაძე უარს იტყოდა 2%-ის გადახდაზე. ბიჭები მიხვდნენ რომ რაღაც მაქინაციებს ჰქონდა ადგილი, დატოვეს „გორგია" და მიმართეს შესაბამის სამსახურებს. ფაქტი ერთია გორგოშაძე თაღლითია და ის თვეში დაახლოებით ნახევარ მილიონს უმალავს სახელმწიფოს".  დაბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გია გორგოშაძემ ტავისთან სამსახურში მიიწვია და დაასაქმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ავალიანი, ვერაფერს ვიტყვი, შესანისნავი და შესაშურიც ალბათ აჯაფსანდალია...



აი, რატომ მინდოდა გია გორგოშაძის კომენტარი და რატომ „ვიმუშავე" სამი დღის განმავლობაში „ყარაულად", რატომ გავაოცე დაცვაც და მომსახურე პერსონალიც, რომელთაც ალბათ კანონიერი ქურდი თუ არა ქურდი მაინც ვეგონე, ისე „თავმოჭრილი" დავდიოდი მაღაზიაში. იმედი მაქვს სტატიის წაკითხვის შემდეგ გარგოშიძე თუ გაბედავს და პრესკონფერენციას მოაწყობს, მეც დამიძახებს როგორც ერთ-ერთი სტატიის ავტორს და არც სასამართლოში მიჩივლებს აქაოდა ცალმხრივად გააშუქა თემაო...





დარეჯან მეფარიშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016