შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „რეპორტიორს" ნაციონალების მიერ შესაძლო პროვოკაციაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფო მათ ქმედებებს ადეკვატურად ვერ პასუხობს.
„ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ „ნაცმოძრაობა" იმდენად დესტრუქციული და დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, არაფერი არ არის გამორიცხული, ყველანაირი გეგმა შეიძლება მათ გონებაში მომწიფდეს და მერე ყველაფერს გააკეთებენ მათი რეალიზაციისთვის, თუკი მეორე მხრიდან ძალა არ დახვდა. მათთვის ერთადერთი არგუმენტი არის ძალა, რეალური ძალა - მეტი არაფერი. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც მხოლოდ ძალის წინაშე იხევდნენ უკან, რადგან ხედავდნენ, რომ ამ ძალას ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას. ახლაც თუ დაინახეს, რომ ხელისუფლება მათ ქმედებებს ადეკვატურად ვერ პასუხობს, მათი მოწოდებები არ შეჩერდება",-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.