reportiori.ge - ნანი ბრეგვაძე: რუსი მომღერლები ბურანში არიან, არ იციან, რაზე მღერიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:23
კულტურა
ნანი ბრეგვაძე: რუსი მომღერლები ბურანში არიან, არ იციან, რაზე მღერიან
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2014. 13:43



მომღერალი ნანი ბრეგვაძე ქართველი მომღერლების რუსეთში სტუმრობას აფასებს. ბრეგვაძე თვლის, რომ რუსეთში სიმღერით ქართველებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. აღნიშნულის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „მძიმე კაცთან" ისაუბრა:


„რა ამბავია,  რას ნიშნავს, წავიდნენ და რა გაფუჭდა. მითხარით, რას ნიშნავს საუბარი, უყვარს თავისი ქვეყანა, არ უყვარს თავისი ქვეყანა... შენ შენს საქმეს თუ ძალიან კარგად გააკეთებ, იმათ უფრო ეყვარები. ისინი უფრო საცოდავები არიან, რომ შენ, ძლიერი ადამიანი მიდიხარ და ხელოვნებას ისე აწვდი, რომ ისინი გიჟდებიან შენს ქვეყანაზე.

 

პოლიტიკას როგორ არა აქვს მნიშვნელობა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხალხი სულ სხვა არის. ალბათ, ის სისტემაა ესეთი საშინელება, თორემ ეს ხალხი თვითონ ტირიან, გიჟდებიან, არ არსებობს კონცერტი,სადაც „თბილისოს" და „სულიკოს" არ ელოდებიან.  ისინი რომ წავიდნენ,  ამხელა ამბის ატეხვა როგორ შეიძლება?! არ მესმის, რა გაფუჭდა. მეც წავიდოდი იმ შემთხვევაში,თუ კონცერტი მარტო ქართველებთან იქნებოდა, ქართულ დიასპორასთან", - აღნიშნავს ბრეგვაძე.



ნანი ბრეგვაძემ რუსი მომღერლების შემოქმედებაზეც ისაუბრა:

 

„მაპატიოს რუსეთმა და ყველა იმ მომღერალმა, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ რუსი მომღერლები ბურანში არიან, არ იციან, რაზე მღერიან და გაკეთებულები არიან... სულ ჩანაწერებით მღერიან" - აცხადებს მომღერალი.




(მოამზადა ქეთი ებიტაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016