reportiori.ge - მამა, წიგნი წამიკითხე (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:34
საზოგადოება
მამა, წიგნი წამიკითხე (ფოტოკოლაჟი)
22 ოქტომბერი, 2014. 16:07



„გაეროს მოსახლეობის ფონდი" ახალ პროექტს, „მამა, წიგნი წამიკითხე" ახორციელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში მამების 82% 5-დან 12 წლამდე ასაკის შვილს არ უკითხავს წიგნს, არ უმზადებს საჭმელს, არ მიჰყავს სკოლაში ან გასართობად და ბავშვთან მინიმალურ დროს ატარებს.

 

 

პროექტის ფარგლებში „ფეისბუქზე" შეიქმნა ამავე სახელწოდების გვერდი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია, გააგზავნოს ფოტო და ვიდეო, სადაც შვილთან ერთად ერთობა ან წიგნს უკითხავს. პროექტის მიზანია მამებისთვის  ინფორმაციის მიწოდება შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობის და მნიშვნელობის შესახებ.

 

 

გვერდზე ასევე სისტემატურად იდება ცნობილი მამების ვიდეოები, სადაც შვილებთან ერთად ჰყვებიან, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს.

 

 

პროექტის ახალ ეტაპზე ფონდმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასა" და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსასთან" ერთად ახალი ღონისძიებები დაიწყო - ყოველ კვირაში ერთხელ ბავშვებისთვის წიგნებს ცნობილი მამები წაიკითხავენ.

 

 

„გაეროს მოსახლეობის ფონდის" კომპონენტის მენეჯერი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ფარგლებში" მარიამ ბანძელაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანია მამების აქტიური ჩართულობის ხაზგასმა შვილების აღზრდის პროცესში:

 

 

„პროექტი იმ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა, რომ როგორც კვლევამ აჩვენა, მამების ძალიან მცირე პროცენტია ჩართული ბავშვის აღზრდაში, და უფრო მეტიც, უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობს ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებში. მამაკაცის მონაწილეობა სულ უფრო მცირდება, რაც იზრდება ბავშვის ასაკი. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს მოზარდობის პერიოდში. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი გენდერული თანასწორობის სხვადასხვა საკითხებზე  შეხედულებებს იყალიბებს და იღებს ბავშვობაში დასწავლილი ქცევიდან, ამიტომ უაღრესად მიშვნელოვანია, რომ მამაკაცი და ქალი თანაბრად იყოს ბავშვის განვითარების პროცესში ჩართული. „მამა, წიგნი წამიკითხე" სწორედ ამის გამოხმაურებაა, ჩვენ მოვუწოდებთ კაცებს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ჩაერთონ ისეთ სასიამოვნო საქმიანობაში, როგორიცაა ბავშვთან ერთად სეირნობა, წიგნის კითხვა, სკოლაში სიარული. პროექტის ახალ ეტაპზე ჩვენ მოვიწვევთ ცნობილ მამებს, რომლებიც ბავშვებს წიგნს წაუკითხავენ. პირველი სტუმარია ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი გოგიჩა.  მას საინტერესო გამოცდილება აქვს და შეუძლია გაგვიზიაროს პირადი ისტორიები, როგორც მამა, თვითონ როგორ მონაწილეობდა შვილების აღზრდის პროცესში. ეს არის კიდევ ერთი მოწოდება კაცებისთვის, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. მინდა გითხრათ, რომ პროექტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ხალხი საკუთარ ისტორიებს გვიგზავნის და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა".

 

 

„ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მამების აქტიური მონაწილეობა შვილების აღზრდის პროცესში. ბავშვები აქედანვე უნდა მიეჩვიონ იმას, რომ შვილის გაზრდა მხოლოდ დედის საქმე არ არის.  ძალიან მომწონს ეს პროექტი და დღეს ბავშვებს ზღაპარს მეც წავუკითხავ",- ამბობს გიორგი გოგიჩაიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016