reportiori.ge - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:45
რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2014. 22:45


 


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



ადიგენის რაიონის სოფელ მოხის  მუსლიმურ თემს ამ   პრობლემასთან დაკავშირებით  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად  დღემდე არ მოუმართავს. სააგენტოში  შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის  გაცემის თაობაზე. საკითხის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია  საკითხის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია

 

რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს პოზიციაა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური  გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი. რადგან  აღნიშნული ძეგლის  წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ   კვლევასა  და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ  პრობლემა  უნდა მოგვარდეს კონსესუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს მათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერებარათა  პროცესების ესკალაციამ არ  დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები,"- ნათქვამია განცხადებაში.







(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016