reportiori.ge - "არც ამ ბავშვის სახელის გაგონება მინდა და არც იმ სოფლის!" - გივი ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:49
პრეს-დაიჯესტი
"არც ამ ბავშვის სახელის გაგონება მინდა და არც იმ სოფლის!" - გივი ბერიკაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2014. 22:00


"მანანამ რა ბოდიში უნდა მოიხადოს, ვის უნდა მოუხადოს?"



"მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება!"



"იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი"

 



"რაფალიანცების ტრაგედიაზე, არ შეიძლება, რომ არ გამჟღავნდეს, თუ ვინ არის დამნაშავე. მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მანამდე კი არ ვერევი. მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება! იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი. ჩემს სოფელში ,სადაც ასეთი ამბავი დატრიალდა, აღარაფერი არ მინდა ჩემი სახელობის არსებობდეს!" - გივი ბერიკაშვილმა ამ საკითხზე დუმილი პირველად, ჩვენთან საუბარში დაარღვია...



- არც ამ ბავშვის სახელი და გვარის გაგონება აღარ მინდა და არც იმ სოფლის, სადაც ეგ ამბავი მოხდა... ჯერ ამ ამბავზე ერთი სიტყვა ჩემგან არავის გაუგონია, მაგრამ... ადგნენ ეს მამაცხონებულები და თქვან, ბოლოსდაბოლოს, რა მოხდა, ვისი დანაშაულია, ვის ადებენ ხელს, ვის აბრალებენ! მერე ჩვენც ამოვიღებთ ხმას...



-ტრაგედიის ღამეს ქალბატონმა მანანამ ღიად დაადანაშაულა გიორგი ღვინიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა"...

 


- არაფერიც. არ გამოსულა მანანა და არ უთქვამს, ამის ბრალია და იმის ბრალიაო. ამხელა ამბავი მოხდა და იყო ერთი წივილ-კივილი და გაუგებრობა.. ამბობენ, ბერიკაშვილის ქვევრში იპოვესო, მიიყვანა და თავის ქვევრში ჩააგდო ხომ?! ვაი დედასა... რა სისულელე აღარ ითქვა! ამიტომ არ ვერევით ამ საქმეში, ვიდრე არ იქნება საბოლოო სიტყვა. მერე კი გავცემთ საკადრის პასუხს ყველას! 



- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალბატონმა მანანამ ბოდიში უნდა მოიხადოს მაშინდელი გამოსვლისთვის...


- არაფერი ბოდიში არ აქვს მოსახდელი ჩემს შვილს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ბოდიში უნდა მოიხადოს იმან, ვინც ათას სისულელეს ამბობს, მანანამ რა ბოდიში უნდა მოიხადოს, ვის უნდა მოუხადოს?



- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თვლიან ასე...


ტვინი აღარ აქვთ თავში ეტყობათ!.. ფული დაკარგეს, თანამდებობა და ტვინიც დაკარგეს ყველაფერთან ერთად?! ჩემი სოფელია, ჩემი შვილის სახლი იქ არის, ბიძაშვილის და ყველაფერი ჩვენს გარშემო მოხდა.. გაგიგიათ, სადმე გამოვსულიყავი და რამე მეთქვას?!.. სამართალი პურს ჭამს და დაველოდოთ ყველა! არ შეიძლება, რომ არ გამჟღავნდეს, თუ ვინ არის დამნაშავე. მერე რასაც ვიტყვი, იმას დაინახავს ქართველი ხალხი! ვინ ვის დაუჯერებს, იმასაც დავანახებ ყველას! მანამდე კი არ ვერევი. მოძებნიან დამნაშავეს, არაფერი დაიმალება! იქ გივი ბერიკაშვილის პროსპექტია და მინდა ჩამოვიარო და ყველას ჭიშკარს ავაგლიჯო ჩემი სახელი და გვარი. ჩემს სოფელში ,სადაც ასეთი ამბავი დატრიალდა, აღარაფერი არ მინდა ჩემი სახელობის არსებობდეს!"

 

 

 

 



(წყარო: კვირის პალიტრა, მანანა გაბრიჭიძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016