reportiori.ge - 24 ოქტომბერი - ოთარ რამიშვილის დაბადების დღე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:30
კულტურა
24 ოქტომბერი - ოთარ რამიშვილის დაბადების დღე
ავტორი:
24 ოქტომბერი, 2014. 12:33



თბილისის კოლორიტი, მომღერალი, კომპოზიტორი და  პოეტი ოთარ რამიშვილი დაიბადა 1934 წლის 24 ოქტომბერს.



2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები  „ფუტკარი", „რიჟრაჟი",  „ბულბულის სტვენა",  „მარტის თვეა შენი",  „თბილისო" და სხვა.  კომპოზიტორია ფილმისა „მამა" (1984).



სიმღერებს მასავით ვერავინ მღეროდა. გაბზარული ხმა, ყველასაგან განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა ჰქონდა და ყოველთვის უამრავი მოსწავლე ჰყავდა. ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტის დროს თავადაც იმღერა, მისმა ვაჟიშვილებმაც და მოსწავლეებმაც. შენობასთან მილიციის კორდონი იდგა. იმ კონცერტზე მოხვედრა თავად  ოთარსაც გაუჭირდა. არ უშვებდნენ, ბილეთი არ გაქვსო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ ოთარ რამიშვილი იყო და თავად უნდა ემღერა. არ უჯერებდნენ, შენ რა უნდა იმღერო, ძლივს ხლიჩინებო. ძლივს დაარწმუნა, რომ სწორედ მის გამო იყო ფილარმონიის წინ უამრავი ხალხი შეკრებილი.



მაყურებელთა ინტერესი დიდი იყო, ამიტომ კონცერტები რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო. მაშინ ოთარს უთქვამს, ერთი კვირა ნამდვილად გავუძლებ, მერე დავიღლები და გულით ვეღარ ვიმღერებ, უგულოდ სიმღერა კი მე არ შემიძლიაო.... ალბათ, იმიტომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, რომ ოთარ რამიშვილი ყოველთვის გულით მღეროდა...



ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ოთარ რამიშვილი  2011 წლის 6 ოქტომბერს,  76 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.




ოთარ რამიშვილის ლექსი, რომელი მან 1964 წელს დაწერა:


თუ ჩემი ლექსი ნაღმად აფეთქდა

და გადარუჯა ირგვლივ ყოველი,

ჩემი ლექსები ხალხში ამღერდა,

მე მეტ დიდ სახელს აღარ მოველი.

დამეფინება თმებზე ფიფქები,

ქარი დამამტვრევს

ფრთებს აღმა ნაფრენს,

გავა დრო, ქვეყნად აღარ ვიქნები

და სიმღერები გაშლიან აფრებს.

იტყვიან, იგი ასე უკრავდა,

იტყვიან, იგი ასე მღეროდა,

არ მოკვდა, ისევ სიმღერებს გვიძღვნის

ის მიწისქვეშა საქართველოდან ...




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016