reportiori.ge - მეუფე თეოდორე სოფელ მოხეში სადავო შენობის საპატრიარქოსთვი გადაცემას მიზანშეწონილად მიიჩნევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:51
რელიგია
მეუფე თეოდორე სოფელ მოხეში სადავო შენობის საპატრიარქოსთვი გადაცემას მიზანშეწონილად მიიჩნევს
24 ოქტომბერი, 2014. 14:00



ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ განცხადება გააკეთა.  მისი  ინფორმაციით, სოფელ მოხეში სადავო შენობაში 1595 წელს ეკლესია იყო.



გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში, 1595 წლისთვის, მოხსენიებულია ზემო და ქვემო მოხე, სადაც დასახლებულები ყოფილან ეთნიკურად ქართველები. ორივე მოხეს ჰქონია თავისი მართლმადიდებლური ეკლესია. სწორედ იმ ადგილას, რომელი შენობაც სადავო გახდა, სამონასტრო კომპლექსი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით კი დაწყებულა ეკლესიების ნგრევა და მეჩეთების მშენებლობა. თუმცა ამ ადგილას არც მეჩეთის მშენებლობა არ დასრულებულა და შესაბამისად მოქმედი მუსლიმური სალოცავი ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა", - აცხადებს მთავარეპისკოპოსი თეოდორე.



სოფელ მოხეში დაპირისპირება 23 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.



სამართალდამცველებსა და მოხეს მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს. 3 დაკავებული ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, 11-ს კი, 250 ლარის გადახდა დაეკისრა. 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016