ჯონ ლენონი: საკუთარი წარმატების პიკზე (1966 წელს) ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: „ქრისტიანობა მალე დასრულდება; ის უბრალოდ გაქრება. ამაზე კამათიც კი არ მსურს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. იესო იყო OK, მაგრამ მისი იდეები ძალზედ მარტივი იყო. დღეს ჩვენ უფრო ცნობილები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე!" როგორც ცნობილია, ჯონ ლენონი ტრაგიკულად დაიღუპა. ერთმა ფსიქოპათმა, მაიკლ ჩეპმენმა, მას ექვსჯერ ესროლა დამიზნებით. აღსანიშნავია, რომ მკვლელმა ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ სახელი გაეთქვა, როგორც ცნობილი მომღერლის მკვლელს.
მერილინ მონრო: მისი შოუს პრეზენტაციას დაესწრო ევანგელისტი ბილი გრეიმი. გრეიმმა უთხრა მსახიობს, რომ ღმერთმა გაგზავნა მასთან საქადაგებლადო. მერილინ მონრომ მოუსმინა მქადაგებელს და უპასუხა: „მე არ მჭირდება შენი იესო!" ერთი კვირის შემდეგ კი მერილინ მონრო მკვდარი იპოვეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
ბრაზილიელი პოლიტიკოსი ტანკრედო დი ამეიდო ნევესი: მან საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების კომპანიის დროს საქვეყნოდ განაცხადა: „თუ მე 500 000 ხმას მივიღებ საკუთარი პარტიიდან, მაშინ თვით ღმერთიც კი ვერ ჩამომაშორებს პრეზიდენტობას!" რა თქმა უნდა, მან მოაგროვა ეს ხმები, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა და პრეზიდენტად გახდომამდე ერთი დღით ადრე მოულოდნელად გარდაიცვალა.
ბრაზილიელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი: მან რიო-დე-ჟანეიროში გამართული კონცერტის დროს მოწია სიგარეტი, ხმაურით გამოუშვა ბოლი ჰაერში და დამცინავად წარმოსთქვა: „ღმერთო, ეს შენ!" ის მალევე 32 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა.
„ტიტანიკის" შემქმნელი ინჟინერი: მან სამუშაოების დასრულების შემდეგ რეპორტიორების შეკითხვაზე, რაოდენ უსაფრთხო იქნებოდა მის ჯადოსნურ გემზე მგზავრობა, ირონიით უპასუხა: „ახლა ღმერთსაც კი არ შეუძლია მისი ჩაძირვა!" ალბათ, ყველამ იცის, რა ბედი ეწია „ჩაუძირავ" „ტიტანიკს".
2005 წელს ბრაზილიის ქალაქ კამპინასში: მთვრალი მეგობრების ჯგუფმა გადაწყვიტა, გასართობად წაეყვანათ კიდევ ერთი მეგობარი გოგონა, რომელსაც სახლში გაუარეს. ამ გოგონას დედამ დიდი მღელვარებით მიაცილა შვილი მანქანამდე და თრთოლვით უთხრა: „ჩემო გოგო, ღმერთი იყოს შენთან და მისმა მადლმა დაგიფაროს!" ამაზე შვილმა თავხედურად უპასუხა: „ჩვენს მანქანაში მისთვის ადგილი უკვე აღარ არის, მაგრამ მას შეუძლია შეძვრეს საბარგულში და ისე წამოგვყვეს..." რამდენიმე საათის შემდეგ დედას შეატყობინეს, რომ მანქანა საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდა და ყველა დაიღუპა! თვით ავტომობილი ისე დაზიანდა, რომ მისი ამოცნობაც კი ჭირდა. პოლიციამ განაცხადა, იმისდა მიუხედავად, რომ ავტომანქანა თითქმის სრულად არის განადგურებული, ისე რომ მარკის ამოცნობაც კი შეუძლებელია, საბარგული სრულიად უვნებელი დარჩაო. ეს ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა. როგორი იყო საყოველთაო გაოცება, როცა საბარგული იოლად გახსნეს და მასში აღმოაჩინეს ერთი შეკვრა კვერცხები, რომელთაგან არც ერთი არათუ გატეხილი, გაბზარულიც არ იყო.
წყარო: droni.ge