საინფორმაციო სააგენტო „პირველი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პირველ პრესკლუბში" 12:00 საათზე დანიშნული იყო გია ბერაძის პრესკონფერენცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შსს-ს მიერ ბიზნესის წართმევის შესახებ უნდა ესაუბრა.
თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქვისლმა, გია ბერაძემ პრესკონფერენციის მსველელობისას განაცხადა, რომ ბიზნესის წართმევას ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ სატელევიზიო ჩართვაში თქვა, რომ არ იცის, საიდან მოვიდა ასეთი შინაარსის ანონსი.
საინფორმაციო სააგენტო „პირWელი" აცხადებს, რომ ანონსის ტექსტი, ზუსტად იმ სახით, როგორც იყო გავრცელებული, შეთანხმებული იყო გია ბერაძის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან, რომელიც ადასტურებს, რომ პრესკონფერენციაზე საუბარი სწორედ დაანონსებულ თემასთან დაკავშირებით, ანუ ბიზნესის წართმევაზე უნდა წარმართულიყო.
ადვოკატი და ბერაძის პარტნიორები მომხდარის მიზეზს ვერ ხსნიან", - ნათქვამია განცხადებაში.