ყოველ წელს დახმარებას იღებს 800 00 გლეხი - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში „ცვლილებების ორი წელი".
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით" 2013-2014 წლებში გლეხებმა მიიღეს 300 მილიონამდე ლარის დახმარება.
2 წლის განმავლობაში მოიხნა 420 000 ჰა მიწა. გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს - 8 568 000 ლარის სათესლე მასალა, 107 390 357 ლარის სასუქი, 53 704 193 ლარის ინვენტარი, 47 745 720 ლარის შხამქიმიკატები, 232 486 ლარის ვეტპრეპარატები.
გლეხებისგან შესყიდულია 200 000 ტონა ყურძენი.
მოსახლეობამ მიიღო 270 მლნ ლარი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და დღემდე დაფინანსდა 89 საწარმო, გადაიარაღდა 521 საწარმო. გაცემულია 494 მლნ ლარის 21 400 აგროკრედიტი.
ჩატარდა ყველა თითქმის სარწყავი არხის რეაბილიტაცია. გარემონტდა 1498 ჰიდროტექნიკური ნაგებობა. რეაბილიტირდა 3 000 კმ-მდე სარწყავი არხი.
მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი.
(მოამზადა ანა ნოდიამ)