„2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მუცოს სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო" - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში „ცვლილებების ორი წელი":
დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამა. მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტები: დართლო, ვარძია, ჩაჟაში.
2014 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი - „გოსფილმოფონდი" საქართველოს გადმოსცემს XX საუკუნის დასაწყისიდან 90 - იან წლებამდე გადაღებულ და ფონდს არქივში დაცულ ქართულ ფილმებს.
პრემიერ მინისტრის ინიციატივით, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო.
(მოამზადა ანა ნოდიამ)