reportiori.ge - გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება“ ლაურეატები გამოვლინდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:11
კულტურა
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება“ ლაურეატები გამოვლინდნენ
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 17:23


შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში 27 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება" ლაურეატები გამოვლინდნენ.



გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია - ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის" საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.



ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 10 საუკეთესო მინიატურიდან 3 მინიატურის ავტორს სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო დანარჩენმა 7-მა მონაწილემ გამომცემლობებისგან საჩუქრად წიგნები მიიღო.



პირველი და მეორე საპრიზო ადგილი ერთმა და იმავე ადამიანმა დაიკავა. გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის საუკეთესო მინიატურისათვის პრიზისა და მეორე ადგილის ჯილდოს მფლობელი ნათია როსტიაშვილი გახდა. მესამე ადგილი კი ლია ლიქოკელმა დაიკავა.



„რეპორტიორი" ნათია როსტიაშვილს ესაუბრა:



„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში დავიკავე საპრიზო ადგილი. თანაც არა ერთი, არამედ - ორი. მაგრამ ეს ადგილები რომც არ დამეკავებინა და გამარჯვებულის ტიტული არ მიმეღო, მაინც ასეთი გახარებული ვიქნებოდი. ეს გამარჯვებები დამატებითი სიხარულია ჩემთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, მადლობა ჟიურის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ჩემი გამარჯვება", - განაცხადა ნათია როსტიაშვილმა. 



გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016