reportiori.ge - ლუკა ჩოხელი: იმედი მაქვს, გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში მომავალში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:45
კულტურა
ლუკა ჩოხელი: იმედი მაქვს, გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში მომავალში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 18:00


„ძალიან თბილი საღამო იყო, იმედი მაქვს, მომავალში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს კონკურსში მონაწილეობას", - ასე ეხმაურება გოდერძი ჩოხელის შვილი ლუკა ჩოხელი მწერლის სახელობის პრემიის დაწესებას და რუსთაველის თეატრში გამართულ საღამოს. ლუკა ჩოხელმა აღნიშნულზე „რეპორტიორთან" ისაუბრა.

 

 

„მინდა, აღვნიშნო, რომ წელს, 2 ოქტომბერს, გოდერძის შეუსრულდა 60 წელი და წელს დაფუძნდა მინიატურის ჟანრში გოდერძის სახელობის პრემია, რომელიც იქნება ყოველწლიური. ძალიან თბილი საღამო იყო, პირველი იყო, კარგი იყო. მინდა, ორგანიზატორებს ვუთხრა დიდი მადლობა. მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო მონაწილეებსა და იმ გამომცმელობებს, რომლებმაც პრიზები დააწესეს. იმედი მაქვს, მომავალში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს კონკურსში მონაწილეობას", - განაცხადა ლუკა ჩოხელმა.    

 

 

შეგახსენებთ, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია-ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის" საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.



შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში 27 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016