reportiori.ge - საგზაო მოძრაობის წესებს ურმებიც უნდა დაემორჩილონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:48
საზოგადოება
საგზაო მოძრაობის წესებს ურმებიც უნდა დაემორჩილონ
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 12:24

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტით, რომლის საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები უნდა დარეგულირდეს, რეგულირების სივრცეში გადაადგილების ის საშუალებებიც ექცევა, რომელშიც გამწევი ძალა, პირუტყვია. კანონში იდება ტერმინი "საჭაპანო ტრანსპორტი", რომელშიც იგულისხმება თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის მეშვეობით გადაადგილდება. პროექტით, მოთხოვნა-მოვალეობები მძღოლების, მგზავრების და ქვეითთა გარდა, მეხრეებსაც უწესდებათ. კერძოდ, კანონში ჩაიწერება, რომ გზებზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს ყველა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მათ მართვას. გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. კანონპროექტით, გზაზე მოძრავი პირუტყვის, ასევე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე ერთრიგად, თუკი ის ქვეითს არ აბრკოლებს. გარდა ამისა, კანონში ჩაიწერება, რომ საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, ასევე კანონით დადგენილი წესით აღჭურვილი უნდა იქნეს მაშუქებით. პროექტით დარეგულირებულია, თუ როგორ წესით უნდა იმოძრაოს საჭაპანო ტრანპორტმა, მათ შორის გასწრების შემთხვევაში. დარეგულირებულია გზებსა და რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვის წესები. მეხრეს ეკრძალება: პირუტყვის გზებზე უმეთვალყურეოდ მიტოვება, პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე, სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა და ასევე ამის გაკეთება დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში. კანონპროექტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ, ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი ზიანის ანაზღაურების ვალდებულიბისგან გათავისუფლდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016