reportiori.ge - გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“, ნათია როსტიაშვილს გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:37
"რეპორტიორის" თვალით...
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“, ნათია როსტიაშვილს გადაეცა
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2014. 13:18


საერთაშორისო ინკორპორაცია-ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის" საქართველოს წარმომადგენლობამ, სარეას (საქართველოს რეგიონალური ასოციაცია) პარტნიორობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია, მინიატურის ჟანრში,  „ერთგულება" დააფუძნა. პრემიის დაფუძნება მწერლის 60 წლის იუბილეს უკავშირდება.



შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში 27 ოქტომბერს ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში მონაწილეობას 190 აპლიკანტი იღებდა. ჟიურის წევრების მიერ შეირჩა 10 საუკეთესო მინიატურა. აქედან პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.



პრემია წარმოადგენს სპეციალურ პრიზს ერთი საუკეთესო მინიატურისათვის და სამ ფულად ჯილდოს.  პირველი ადგილის მფლობელმა მიიღო სპეციალური პრიზი და 800 ლარი. მეორე ადგილზე გასულ მინიატურას 500 ლარი ერგო. ხოლო მესამე ადგილის მფლობელს - 300 ლარი. დანარჩენი 7 მინიატურის მფლობელებმა გამომცემლობებისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი და მეორე საპრიზო ადგილი ერთი და იმავე ადამიანმა დაიკავა. გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული პრემიის საუკეთესო მინიატურისათვის პრიზისა და მეორე ადგილის ჯილდოს მფლობელი ნათია როსტიაშვილი გახდა. მესამე ადგილი კი ლია ლიქოკელმა დაიკავა. გამარჯვებული მინიატურა ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნდება.



ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად გაგრძელდება. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კონკურსი დროთაგანმავლობაში უფრო დაიხვეწება და პატივს მიაგებს გოდერძი ჩოხელის ხსოვნას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016