reportiori.ge - საბავშვო ბაღი „ბავშვთა სამყარო“ (Kids Planet) მომხმარებელს მომსახურების ორიგინალურ პაკეტებს სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:33
"რეპორტიორის" თვალით...
საბავშვო ბაღი „ბავშვთა სამყარო“ (Kids Planet) მომხმარებელს მომსახურების ორიგინალურ პაკეტებს სთავაზობს
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2014. 17:03

კომფორტული გარემო და მომსახურების ორიგინალური პაკეტები - ეს ის პრიორიტეტებია, რომელსაც საბავშვო ბაღი „ქიდს პლანეტი" (Kids Planet) მომხმარებელს სთავაზობს. დიღომის 7-ში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდასა და მოვლას 24 საათის განმავლობაში.


 

საბავშვო ბაღი თავად მოაგვარებს ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემას, სრულფასოვან კვებას, პატარების თანდათანობით მომზადებას სკოლისათვის და თანამედროვე ტიპის სასწავლო და განმავითარებელ მეცადინეობებს. ბაღში არსებობს უცხოენოვანი ჯგუფებიც. კერძოდ, ქართულ-რუსული და ქართულ-ინგლისური ჯგუფები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ცენტრში ბავშვები თავს იგრძნობენ მშვიდად და არ ექნებათ განცდა, რომ უცხო გარემოში იმყოფებიან.

 

 

„ქიდს პლანეტში" ბავშვებს გაუღრმავდებათ ხელოვნებისადმი სიყვარული. გამოცდილი სპეციალისტები მათ  გააცნობენ კლასიკურ მუსიკას, ეთნო-ფოლკლორს. ბავშვები ჩაერთვებიან თეატრალიზებული ღონისძიებების გამართვაში. ასევე შეიცნობენ ფუნჯისა და საღებავების სამყაროს, შეისწავლიან თექაზე მუშაობას.

 

 

ბაღის აღსაზრდელებს მუდმივი კონტაქტი ექნებათ ბუნებასთან. ბავშვები ყოველდღე დღეში ორჯერ გაისეირნებენ სუფთა ჰაერზე. ასევე ბაღის ტერიტორიაზე პატარებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ცხოველთა სამყაროს. ბაღში პერიოდულად მიიყვანენ კურდღლებს, ცხენებს, ცხვრებსა და სხვა ჯიშის ცხოველებსა და ფრინველებს.


 

თუ გსურთ თქვენი ბავშვი მშვიდ და კომფორტულ გარემოში აღიზარდოს ეწვიეთ საბავშვო ბაღ „ქიდს პლანეტს" და იყავით დარწმუნებული, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016