reportiori.ge - დეკანოზი დავით ქვლივიძე: კერპთაყვანისმცემლობა იგივე ეშმაკის მსახურებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:44
რელიგია
დეკანოზი დავით ქვლივიძე: კერპთაყვანისმცემლობა იგივე ეშმაკის მსახურებაა
01 ნოემბერი, 2014. 11:44




დეკანოზი დავით ქვლივიძე ჰელოუინის წარმოშობისა და ტრადიციების შესახებ საუბრობს.




„ძალზე ცოტამ იცის, თუ რას წარმოადგენს ჰოლოუინი და როგორ წარმოიშვა იგი, რა არის მისი არსი და რატომ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

დღესასწაული ჰელოუნი წარმოიშვა  წარმართულ ეპოქაში ინგლისის, ირლანდიის და ჩრდილოეთ საფრანგეთის კელტურ ტომებში. წარმართების რწმენით, სიკვდილი შობს სიცოცხლეს,  ამიტომ ახალი წლის დადგომას ისინი შემოდგომაზე აღნიშნავდნენ, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს. შუაღამით, როდესაც დგებოდა სიცივის, სიბნელისა და კვდომის ჟამი, ისინი განადიდებდნენ წარმართ ღმერთს, სამქაინს, რომელიც სიკვდილის მბრძანებლად მიაჩნდათ. ახალი წლის წინა დღეს დრუიდები, ანუ ქურუმები ყველა ოჯახში აქრობდნენ კერას, მეორე დღეს კი აჩაღებდნენ უზარმაზარ კოცონს, ბნელეთისა და სიკვდილის მბრძანებლისთვის მსხვერპლშესაწირად. დრუიდების რწმენით, თუ მათი წარმართული ღმერთი, ანუ ეშმაკი კმაყოფილებით მიიღებდა საკუთარ ერთგულთაგან მიძღვნილ შესაწირს, იგი ნებას დართავდა მიცვალებულთა სულებს, ამ დღეს მოენახულებინათ მშობლიური სახლები. სწორედ აქედან იღებს სათავეს წარმართულ  სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება - ჰელოუინის ღამეს მოჩვენებების, ალქაჯებისა და სხვადასხვა სულების კოსტიუმების გამოწყობილ ადამიანთა ხეტიალი.

 

ითვლება, რომ ბნელეთის, სიკვდილისა და სიცივის სამყაროში დამკვიდრებულთა სულები ცოცხალთა სამყაროში სტუმრობის დღეს დაუოკებელ შიმშილს გრძნობენ. ამიტომ კელტი წარმართები წინასწარ ამზადებდნენ საჭმელ-სასმელს წყვდიადში მოხეტიალე სულებისათვის. მათ სწამდათ, რომ სამქაინის წყევლა და რისხვა დაატყდებოდათ თავს, თუ ამ სულებს ძღვენით არ დააკმაყოფილებდნენ. ამ დღესასწაულის ჭეშმარიტი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს არის ჰელოუინი.

 

სავსებით ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია მსგავს ზეიმებში მონაწილეობა. რადგან იგი ამით პირდაპირ აღიარებს კერპთაყვანისმცემლობას, ღალატობს ჭეშმარიტ ღმერთს და წმინდა ეკლესიას. ფსალმუნში წერია, რომ წარმართთა ღმერთნი ეშმაკნი არიან, ანუ წარმართების ყველა ღვთაება დაცემული სულია. მიცვალებულების განსახიერების რიტუალში, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს ურთიერთობა საიქიოს ღმერთებთან. საკვების დარიგებით, უბრალოდ, ტკბილეულით კი არ ვუმასპინძლდებით ბავშვებს, ამით ძღვენს ვწირავთა სამქაინს, ანუ სატანას და გამოვხატავთ მისდამი პატივისცემას.

 

 

ე.წ ლამპრის დადგმა. ეს არის  ამოსუფთავებული გოგრა, რომელზეც ამოჭრილია საზარელი ნიღაბი. მასში სანთელს ანთებენ , გოგრაზე ამოკვეთილი ნიღაბი მიცვალებულს განასახიერებს. ამგვარი ლამპარი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ენთო ჰელოუინის დღესასწაულზე, მაცხოვრისა და  მისთვის სათნოყოფილთა ხატების წინ ანთებული წმინდა კანდელის ეშმაკეულ გაუკუღმართებულ მიბაძვას წარმოადგენს.  სატანური რიტუალები არის წმინდა რიტუალების დამახინჯებული სახე.  ყველაფერს შეურაცხყოფენ, ეს არის ეშმაკისთვის დამახასიათებელი. ამ შეთხვევაშიც სწორედ ეს მომენტი არის გამოყენებული სიწმინდეების შესარყვნელად. ნიღბიანი გოგრით სახლის მორთვა სიკვდილთან დაკავშირებულ წარმართულ რიტუალში მონაწილეობის ტოლფასია. წმინდა მამები ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ კელტების ამ წარმართულ ტრადიციას. ამ მიზნით, მათ ამავე დღეს დაადგინეს ქრისტიანული, ყოველთა წმინდათა დღესასწაული.    ჩვენ ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ. ეკლესიის ძალისხმევას, დაეძლია წრმართული ზეიმი, ანტიქრისტიანულად განწყობილმა ადამიანებმა უპასუხეს იმით, რომ მეტი მოშურნეობით იწყეს ამ რიტუალის აღნიშვნა.  ისინი, ვინც გვარწმუნებენ, რომ ჰელოუინი და მსგავსი დღესასწაულებიუსაფრთხო და უწყინარია, ანგრევენ ჩვენ სულიერ ბალავარს და ხელს უწყობენ წარმართობისა და ათეიზმის გავრცელებას.  კერპთაყვანისმცემლობა იგივე ეშმაკის მსახურებაა", - აღნიშნულია  დეკანოზის ქადაგებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016