reportiori.ge - 9 მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:29
საზოგადოება
9 მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 13:10

19 ივლისს ქსნის მე-15 დაწესებულებაში 9 მსჯავრდებულს ინგლისურ ენასა და IT-ში პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გადასცეს. ღონისძიების გადაცემის შემდეგ, ორივე მათგანი გაესაუბრა მსჯავრდებულებს და გადამზადების კურსის შესახებ, მათგან რეკომენდაციები და შენიშვნები მოისმინა. მსჯავრდებულებმა სურვილი გამოთქვეს, რათა კურსები უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი გახდეს. ასევე ყველა მსჯავრდებულმა, რომელსაც სურვილი ექნება შეიძინოს პროფესია, მისი ცოდნისა და უნარების შემოწმების შემდეგ, შესაბამის ეტაპზე განაგრძოს სწავლა.  პროფესიული სწავლების კურსები, რომელიც სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, მიზნად ისახავს მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. ამჟამად სწავლება რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მიმდინარეობს. სასწავლო კურსი მსჯავრდებულებისთვის მომავალი სასწავლო წლიდან განახლდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სასწავლო კურსების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016