reportiori.ge - საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:35
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 13:12

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და პარლამენტის უშიშროების კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენს, ჰოვარდ მაკკეონს, შეხვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ჰოვარდ მაკკეონი, საქართველოში თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და ქართულ მხარეს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზეც ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა, აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და პარლამენტის წევრები შედიან, უკვე გამართა შეხვედრები კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის სამართლებრივ დეპარტამენტში,აგრეთვე – საექსპერტო წრეებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016