reportiori.ge - პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა 21 მილიონი ლარი ჯდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:04
საზოგადოება
პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა 21 მილიონი ლარი ჯდება
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 13:17

პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის #25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ისტორიული შენობა, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის რეზიდენცია გახდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ნაკლებად პომპეზური იქნება.

მშენებლობას კომპანია „არტესი" აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება დამტკიცებულია წინა მთავრობის დროს. კომპანიის ანგარიშზე 21 მილიონიან ხელშეკრულებაში 16 მილიონი უკვე გადარიცხულია. არქიტექტურულ პროექტს იქიდან გამომდინარე , რომ შენობა უკვე საპრეზიდენტო აპარტამენტებს წარმოადგენს გრიფით საიდუმლო ადევს. რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას ამ ეტაპზე უცნობია რა განთავსდება პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეში.

სამშენებლო სამუშაოები საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად მიდის. შენობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე გადაეცა. ამ ეტაპზე ინვენტარიზაცია და პროექტის დამუშავება მიმდინარეობს.

„როგორც იცით, პრემიერმა ნებისმიერი ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე უარი თქვა, აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა იქნებოდა ამ ადგილას", - განაცხადა მთავრობის კანცელარიის უფროსმა ირინე ცქიტიშვილმა.

„შენობა შედგება ორი ბლოკისგან: ა ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. ბ ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. ა ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო ბ ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს.

თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ ა ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია",- აღნიშნა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ.

დღეს მოქმედი სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან-სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება.

სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, -აღნიშნა რეზიდენციის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია 800 მილიონამდე დოლარი დაჯდა. ხარჯთაღრიცხვა დღემდე არ გამოქვეყნებულა. 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016