reportiori.ge - ღია წერილი ირაკლის! -„ არ ქნა ის, რაც, ზეციდან გადმომყურე, შენი უმაგრესი მამის სულს ნამდვილად არ მოეწონება!!! “
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:35
მთავარი თემა
ღია წერილი ირაკლის! -„ არ ქნა ის, რაც, ზეციდან გადმომყურე, შენი უმაგრესი მამის სულს ნამდვილად არ მოეწონება!!! “
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 03:35



დილიდან, სოციალურ ქსელში, ფეისბუქის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებლის, გიორგი ბერეჟიანისწერილი ვრცელდება, რომლითაც ის ირაკლი ალასანიას მიმართავს. "რეპორტიორი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:



"ღია წერილი ირაკლის! სანამ მომქმედი მინისტრი იყავი, ამას ვერ დავწერდი, სხვანაირადგამიგებდნენ. არიან კაცი პოლიტიკოსები, არიან კაცუნა პოლიტიკოსები. კაცების დეფიციტია,სამწუხაროდ, როგორც ერში, ასევე ბერში და მით უფრო პოლიტიკაში. თუ გახსოვსვეტერანთა შეხვედრაზე როცა მოხვედი, ჭადრაკის სასახლეში, უკვე მინისტრი იყავი.დარბაზიდან გარეთ გამოვედი, მაგარ გოიმობაში ჩავარდნილი. ბიძოს მოწოდებაზე ვიყავითვეტერანთა ორგანიზაციები შეკრებილები. ერთი ცალხელა ზვიადისტის გამოსვლის გამოავღშფოთდი. ტიპმა კარგა ხანს ილაპარაკა და ფაქტიურად ეს თქვა: - ჩვენ კაი ტიპები ვართ,უზომოდ ეროვნულები, უსაზღვროდ პატრიოტები, თქვენ კი, კგბ-ს ჯაშუშები, მოღალატეები,ფულზე გაყიდული პუჩისტი მონები, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, რახან ბიძო დაგვპირდა, "გაერთიანდით და დაგაფინანსებთო", შეგირიგდებით! მოკლედ ვდგავართ გარეთ,აღშფოთებული ყოფილი პუჩისტები და ვილანძღებით.



მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა. მოვტრიალდი და ვხედავ, რომ შენ მოდიხარ, რამდენიმეთანმხლებთან ერთად. მაშინვე დაგიძახე, (ჩემი ერთგვარი ტესტია, გაქსუებაზეშემოწმების).-ვა! ირაკლი! როგორ ხარ ბიჭო? შენსკენ დავიძარი გახარებული სახით, შენც მოტრიალდიგზიდან და ჩემსკენ წამოხვედი. ერთმანეთი გადავკოცნეთ, უბრალოდ, ჯიგრულად, როგორცმეგობრებმა - ტესტი წარმატებით ჩამაბარე. გამეხარდა, რომ არ შევცდი შენში, არ შეგცვალათანამდებობამ, რაც არ გამკვირვებია, გენეტიკაა ძმაო. მაგარი კაცის შვილი ხარ. მესმის რომენდობი შენს კადრებს, მესმის რომ ვერ მიატოვებ მათ, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომჩვენს ერში, 80% ფულზე აღზნებული ანგარებიანი ჩმორია. შენ რომ ფულის ამღები არ ხარ,ჩვენი ჯიბიდან, მაგაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მიამიტიც ნუ იქნები და ბოლომდე ნუენდობი მათ.



არ გამკვირვებია, როცა გიგის მერობა მოულოცე, ვიცი სხვა გზა არ გქონდა. ვიცი რაოდენძნელია, იმ როლში ყოფნა, რა როლიც შენ გხვდა წილად. გუშინ როცა ვუცქირე შენსგამოსვლას დავითრგუნე. ადამიანთა მწამებლების, ყაჩაღების და მკვლელების ევროპულიორიენტაცია? - სად გაგონილა? ჩიკაწილოების ჰუმანიზმი? უმაგრესი ნათია გყავს მეუღლე,ძალიან ბევრს უყვარხარ, მაგარი ოჯახი გაქვს, გთხოვ არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც შენიდამღუპველი იქნება, როგორც პოლიტიკოსის. ერთს დავამატებ კიდე, წინა ცხოვრებაში,მქონდა კონფლიქტური შეხება კულინარიელებთან დღესაც მაქვს, უკვე არაკონფლიქტურიურთიერთობა მათთან, ყველა მათგანი ამბობს, რომ არანაირი შეხება არ გქონდა შენ, მათსაქმიანობასთან. ამას იმათთვის ვწერ, ვინც ჭორებსაა აყოლილი. უზარმაზარი რესურსიგაქვს, რომ შენს სამშობლოს გამოადგე, გამოიყენე გთხოვ, არ ქნა ის, რაც, ზეციდანგადმომყურე, შენი უმაგრესი მამის სულს ნამდვილად არ მოეწონება!!!"

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016