reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებს“: „გამარკვიეთ, რა გინდათ... თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს!”
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:53
მთავარი თემა
ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებს“: „გამარკვიეთ, რა გინდათ... თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს!”
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 03:43




გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერსა და კოალიციის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მომხდარ კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და ეს თინა ხიდაშელმა დაადასტურა კიდეც.


როგორც "პირველ რადიოს" ელისო კილაძემ განუცხადა, მას სახელისუფლებო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ჰკითხა რას აპირებდნენ ისინი და იქვე ურჩია, რომ სულელურ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.


ვიცოდი, რომ კოალიციისა და პრემიერის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა უბრალოდ მაინტერესებდა დღეს, დღის განმავლობაში რომელიმე მათგანი თუ დაადასტურებდა ამას. როგორც აღმოჩნდა თინა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი თუმცა მან არ ისურვა იმაზე საუბარი თუ რა თემებზე იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი. ტრადიციულად, თქვენ იცით , რომ მე კარგი სახელისუფლებო წყარო მყავს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის განწყობა უნდა გადმოგცეთრესპუბლიკური პარტიის" მისამართით. მან გაუგებარი უწოდარესპუბლიკური პარტიის" მოქმედებებს. ის, რომ მას ძმები ბერძენიშვილები არ უყვარს, ეს დიდი ხანია ცნობილია. და თქვა ასეთი მკაფიო ფრაზები, რომან გამარკვიეთ რა გინდათ ან თუ წასვლა გინდათ, წაბრძანდით". ნუ მე ჟარგობენს არ ვიმეორებ. და ასევეთქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ სულელურ განცხადებებს , რომ აკეთებს". როგორ ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ამაში იგულისხმა ხათუნა სამნიძის განცხადება, რომრესპუბლიკური პარტია" სოლიდარობას უცხადებს ირაკლი ალასანიას. ასე, რომ მთავარი მოვლენები ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველოდება დარესპუბლიკელებს" აუცილებლად მოუწევთ თავიანთი არჩევანის გაკეთება. მე როგორც ვიცი ძმები ბერძენიშვილები ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრეები არიან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე ეს ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება",-განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან".





http://pirveliradio.ge/






 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016