reportiori.ge - ღვთისმშობლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:30
რელიგია
ღვთისმშობლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანეს
ავტორი:
07 ნოემბერი, 2014. 12:14



ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც პარაკლისი აღესრულა.



პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, დევნილები და მომლოცველები დაესწრნენ. დღეს ამ ხატის ხსენების დღეა.



„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ერთი წლის წინ, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.


 

როდესაც ეს ხატი დაიწერა, უწმინდესმა ისურვა, რომ მან მოიაროს მთელი საქართველო, რადგან ის დაწერილია აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ პატრიარქის სურვილს. ხატმა უკვე მოიარა სამეგრელო, ახლა აჭარაში ვართ, ამის შემდეგ სხვა რეგიონებში წაბრძანდება. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მრევლს ამ ხატის ხსენების დღეს და მჯერა, რომ ეს ხატი გაგვიწევს მეგზურობას - აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზებთან შერიგების გზაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


სექტემბრის ბოლოს, ხატი თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 5 ოქტომბერს კი ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა. ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016