reportiori.ge - უცხოელ მასწავლებელთა ნაწილმა საქართველოს რეგიონებში მუშაობაზე უარი თქვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:35
საზოგადოება
უცხოელ მასწავლებელთა ნაწილმა საქართველოს რეგიონებში მუშაობაზე უარი თქვა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 14:25

სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ინგლისურ ენას უცხოელი პედაგოგების ნაცვლად, ქართველი პედაგოგები შეასწავლიან. რეგიონებში მუშაობაზე ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა უარი არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო თქვეს.

რატომ გადაწყდა აღნიშნულ პროგრამაში ქართველი პედაგოგების მონაწილეობა მაშინ, როდესაც პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მიზანი უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანა იყო, პროგრამის ორგანიზატორებისგან პასუხი ამ დრომდე უცნობია. 

უცხოელი პედაგოგების მსგავსად, ქართველ მასწავლებლებსაც ადგილობრივების ოჯახებში ცხოვრება მოუწევთ.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა საბა მეტრეველმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უცხოელი მასწავლებელი ფუფუნებაა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი ამ პროცესის წარმატებისთვის.

„ინგლისურენოვანი მასწავლებელი სანატრელია მაშინ, როცა ამ უცხო ენას სწავლობ. თავის დროზე ნიკო ლორთქიფანიძე წერდა, გერმანულს ისე ვასწავლით, ბავშვებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, გერმანელი პირს როგორ აღებსო. თუ ადამიანს  წარმოთქმა არ უვარგა, შესაძლოა, ვერც თავისი ნაცოდვილარი გააგებინოს ვინმეს და ბევრი რამ თავადაც ვერ გაიგოს. თუმცა, მხოლოდ ინგლისურენოვანი ადამიანი არაა საკმარისი პირობა ამ პროცესის წარმატებისათვის. ხშირად ჩვენთვის უცნობია ჩამოყვანილ მასწავლებელთა პიროვნული და პედაგოგოური თვისებები, არც თუ იშვიათად, ეს პრობლემებს გვიქმნის. მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართველმა ბავშვმა, მით უფრო რეგიონებში, ცოცხლად ნახოს უცხოელი გაკვეთილზე, ამ ტიპის კომუნიკაცია აადვილებს ენის სწავლას. უფრო დიდი პრობლემა სხვა რამეა: რატომ ნაციონალების მიერ აკვიატებული მხოლოდ ინგლისური ენა?! რა დააშავეს, ვინც გერმანულს, ან ფრანგულს სწავლობს? ტოტალურმა ინგლისურენოვანმა ექსპანსიამ შესაძლოა იმაზე უარესი შედეგები მოგვიტანოს, რაც თავის დროზე რუსულმა ენამ გვიქნა.

რაც შეეხება ქართველი პედაგოგების ჩანაცვლებას - აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს უცხო ენების სპეციალისტთა აღზრდაზე. როდემდე ვიქნებით უცხოელების იმედზე? ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია ავამაღლოთ, განსაკუთრებით, რეგიონებში",-აღნიშნა საბა მეტრეველმა.

განათლების საკითხებში ექსპერტის სიმონ ჯანაშიას შეფასებით, უცხოელი მასწავლებლების ნაწილი სწავლების მეთოდებში საკმარისად გათვითცნობიერებული არ არის, რაშიც მათ ქართველი პედაგოგების დახმარება სჭირდებათ. ეს საკითხი  ვერ გვარდება, რადგან ქართველი მასწავლებლები თავის მხრივ, მათ კონკურენტებად აღიქვამენ, უცხოელები კი ფიქრობენ, რომ მათ ქართველებზე მეტი გამოცდილება აქვთ.

 „თუკი ჩამოსულმა მასწავლებელმა საქართველოში საკუთარი გამოცდილება არ დატოვა, მაშინ გამოდის, რომ მათზე ამდენ ფულს ტყუილად ვხარჯავთ, რადგან ამ ყველაფერს დამხმარე სამუშაოების ეფექტი აქვს. ამისთვის კი მილიონების დახარჯვა უაზრობაა," - აცხადებს სიმონ ჯანაშია.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016