ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორთან" საუბარში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა
„ფორმალურ ხელისუფლებას არასდროს ქვეყანა არ მიჰყავს უკეთესობისკენ, მარგველაშვილისგან ასეთი პრეტენზიების მოსმენა რაც მან გუშინ ისაუბრა ჩემის აზრით არის მაჩვენებელი არაკეთილსინდისიერების მისი მხრიდან .
ხომ გაგიგიათ ძველი ქართული ანდაზა: „ქათამმა წყალი დალია და ცას ახედაო" ,მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერს ხაზი გადაუსვათ როდესაც დავალებული ხარ ადამიანისგან. ცუდი კიდევ ის არის რომ გარდა უმადურობისა ეს ხალხი მაშინ ამჩნევს ყველაფერს, როცა რაღაც პიროვნული უთანხმოება მოუვათ ერთმანეთში.
როდესაც მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა ორი წლის თავზე შეარჩიეს, რომ დემოკრატია მთლად საკმარისი არ გვქონია, ორი წლის მერე რომ გაგეხსნება ტვინი მანამდე არ შეიძლებოდა, ეს შეგემჩნიათ. მაგრამ ორი წლის თავზე რესპუბლიკელებმა იფიქრეს, მარგველაშვილმა თქვა: ეხლა გვაქვს დრო და მომენტი, რომ რაღაც უნდა ვთქვათ, რადგან ფიქრობენ,რომ ივანიშვილის პოზიცია შედარებით დასუსტებულია"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.