reportiori.ge - ვინ ემუქრება ჟურნალისტს და ვინ აშანტაჟებს პოლიტიკოსს - გოგა მერაბიშვილი, ბექა ფერაძე თუ ვინმე სხვა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:00
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ ემუქრება ჟურნალისტს და ვინ აშანტაჟებს პოლიტიკოსს - გოგა მერაბიშვილი, ბექა ფერაძე თუ ვინმე სხვა?
13 ნოემბერი, 2014. 01:19



ამ ათიოდე დღის წინ, ჩვენი საიტის მეშვეობით გაუწყეთ, რომ ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის  მიმართ ინტერნეტ-მუქარა ხორციელდებოდა.

არც დაგვიმალავს, რომ  ჟურნალისტის „ფეისბუქ-კედელზე" გაჩნდა მუქარის შემცველი კომენტარები, რომელთა ავტორიც საკუთარ თავს  „პოლიციელად" მოიხსენიებდა. „ისანი-სამგორის განყოფილების ცვლის უფროსი ვარ გოგა მერაბიშვილი... ჩამოდი განყოფილებაში და 9 წელი კამერაში გაგატარებინებ ჯიგრიკ" - წერდა ის. იყო ფიზიკური განადგურების მუქარებიც: „მაგას უთხარით გაჩერდეს, თორემ დედამისს ლანგარზე დადებულს მივუტან მაგის თავს!"

ამასთანავე, მუქარების ავტორი აცხადებდა, რომ იგი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრი. 

„რეპორტიორის" ექსკლუზიური ინფორმაციით, იგივე მომხმარებელი პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძესაც მიმართავდა, მაგრამ ამჯერად შინაარსი შანტაჟსა და პროვოკაციის ელემენტებს უფრო შეიცავს, ვიდრე მუქარას.

ბატონმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს" გადასცა ფეისბუქ-მომხმარებლისა (ნიკით -  „პოლი ტიკოსი")  და  მისი პირადი მიმოწერის ასლები.

ამჯერად, „ფეისბუქ-მომხმარებელი", რომელიც ჟურნალისტ ბაკურ სვანიძეს მუქარის კომენტარებს „გოგა მერაბიშვილის" სახელით უგზავნიდა, პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძეს ეკონტაქტება, როგორც „ბექა ფერაძე" და სთავაზობს მას შექმნან  ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდება ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს. ბრეგაძისაგან უარის მიღების შემდეგ „ბექა ფერაძე" „გულაჩუყებული" „აღიარებს", რომ


 „ნაციონალური მოძროაბიდან" „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სურს და დახმარებას კვლავ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრის მოადგილეს სთხოვს.

„ბექა ფერაძე" უფრო შორსაც „მიდის"! დიახ, საუბრობს რა 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მიტინგზე, იმასაც კი ამტკიცებს, რომ ამ დღეს საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვლის ლიკვიდაცია იგეგმება!

„რეპორტიორი" გთავაზობთ ამ მიმოწერის ასლს. დასკვნები თავად მკითხველმა გამოტანოს!

მიმოწერა სანდრო ბრეგაძესთან:

 

პოლი ტიკოსი:

gamarjobat baTono sandro gushin feisbuQze vkitxulobdi mesijebs paTriarQis mimart rogor ilandzgebian zog zogi ertebi imasac idzaxian rom saqartvelos ar unda yavdeso paTriarQi ra sachiroa mxolod mefem unda martos Qveyanao amat magari garekes chvenma mosaxleobam amat ra unda velaparakot batono sandro ra vQnat rogor shevacherot es ateisTebi da saTanisTebi

Sandro Breg:

ეს არის სწორედ ტრაგედია

პოლი ტიკოსი

დიახ ბატონო სანდრო ეს არის ზუსტად ტრაგედია რომ საქართველომ რუსეთს არ დაუჩოქა და ეხლა ცდილობენ რომ პატრიარქი და ჩვენ მისი სამწყვსო დაგვაჩოქონ და ეს რუსეთის ლილიპუტს პუტინს და მაიმუნ მედვედევს ეს არესმით და მათი მოჭრილი თავები ლანგაზრე დადებული მომიტანონ ფეღბურთი უნდა ვითამაშო მათი თავებით

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო როგორ მოვიქცეთ რასიტყვით ის ხალხი რომ არ დავიბაროთ და ჭკუას ხომ არ გვესწავლებინა სადმე მოფარებულში გვეცემა

Sandro Breg

არა ცემა არა,მათ წისქვილზე დაასხამს წყალს,მიტინგი შეიძლება

პოლი ტიკოსი

595...........    დამიკავშირდით და თქვენს გვერჩი დავგდები მიტინგზე რაზეა საუბარი

Sandro Breg

გაიხარეთ და ღმერთი გფარავდეთ

პოლი ტიკოსი

თქვენც ასევე ჩემი ნომერი ჩაიწერთ და როგორცკი აქციას მოაწყობთ მზად ვარ ხალხის და ქვეყნის გვერჩი დავგდე

Sandro Breg

ki batono,RmerTi gfaravdeT

პოლი ტიკოსი

გაიხარეთ ბატონო სანდრო ვეღარ ვუძლებ ამ ხალხის ქცევას მეცოდება პატრიარქი ნათქვამიც არის მეორედ მოსვლის დროს პატრიარქის მიმართ ხალხს და მრევლს შეეცვლებათ აზრებიო ორად გაიყოფა დედა ეკლესიაო

ბატონო სანდრო თუ ქცალიათ რომ დამიკავშირდეთ მობილურზე რაღაც მინდა გითხრათ აქ ყველაფრის საუბარი ცოტა ისეთია კითხუხულობენ სამართალ დამცავი ორგანოს ხალხი

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო ბექა ვარ ფერაძე თქვენი გვერჩი მდგომი რაღაც ხდება იქნებ ჩაერთოთ საქმეში გთხოვთ

Sandro Breg

რა ხდება???

პოლი ტიკოსი

კაროჩე ესეთი სიტუაცია ვითარდება ქართული ოცნების ხალხი იძახის ნაც მოძრაობის ხალხს 15თხუთმეტ ნოემბერს დავცხოთო ბატონო სანდრო არ უნდა დავუშვათ რომ რამე მოხდეს ხალხი აჯანყდება

Sandro Breg

არ მოხდება ეგ,მადლობა რომ გამაგებინე,კარგი ადამიანი ხარ

პოლი ტიკოსი

იმასაც იძახიან მარგველაშვილი უმცირესობაში გადადისო ხალხი ფეისბუქზე იგინება ქვეყნის პრეზიდენტზე ხალხი ამბობს ლიკვიდაციას უპირებენ მარგველაშვილს მოსახლეობაო სერიოზულად არიან ჩარეულები არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება

Sandro Breg

მართალი ხარ,100 პროცენტი

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო საქმე ცუდათ ვითარდება და ცუდი სუნი მცემს არ მომწონს ეს სიტუაცია როდის შეძლებთ რო გნახოთ იქნებ დავილაპარაკოთ თქვენს კაბინეტში რამე უნდა მოვიფიქროთ

Sandro Breg

ორშაბათს

პოლი ტიკოსი

იმასაც ამბობენ პრემიერ მინისტრი 15 თხუთმეტი ლარის დამატებას უპირებს სპეცნაზელებსო და მთელი აქცია უნდა დაარბიოსო ამაში ჭიკაიძე და ალასანია არიან ჩარეულები

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო როგორ მოვიქცეთ იქნებ მითხრათ რა არის საჭირო რომ სიტუაცია გავანეიტრალოთ და ქვეყნის პრეზიდენტის უსაფთხოება გავაძლიეროთ ბატონო სანდრო ერთ რამეში შეგიძლიათ დამეხმაროთ ნაც მოძრაობიდან ჩემს ახლობელს უნდა წამოსვლა და ქართულ ოცნებაში უნდა გადასვლა ხელფას არუხდიან ახალგაზრდული ფრთის წევრია და უკმაყოფილოა შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ ქართული ოცნებიდან აქვს შემოთავაზება გადასვლის ამბავში და კარგ თანამდებობაზე სთავაზობენ დანიშვნას

Sandro Breg

ვნახოთ ეხლა ვერაფერს გეტყვით

პოლი ტიკოსი

კაროჩე მეც და ჩემი ძმაკაციც ცუდ დღეში ვართ კაროჩე ნაც მოძრაობიდან წამოსვლა გვინდა იმის გამო რომ რახან ხმას ვიღებთ და ხელფას ვითხოვთ სიტყვიერ შეურაწყოფას გვაყენებენ და ცემით გვემუქრებიან

Sandro Breg

არაფერი არ იქნება,ცაატარონ ნაცებმა მიტინგი,დემოკრატია ეგაა,ვერაფერს იზამ,სხვაგვარად არ შეიძლება

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო გთხოვთ ქართულ ოცნებაში მსურს გადასვლა ახალგაზრდული ფთის წევრად ბატონო სანდრო მუშაობის დაწყება მსურს ოფისის თანამშრომლად დავიღალე უხელფასოდ მუშაობა გთხოვთ დამეხმარეთ რომ სამსახური დავიწყო რომ ნაცების გულისთვის გთხოვთ დამეხმარეთ

Sandro Breg

მე საიდან?ჯერ როგორც ვიცი ოცნებაში სტრუქტურა ლაგდება ახლიდან,ხელფასები არა აქვთ ვიცი და თუ წამოსვლა გინდთ წამოდით რა პრობლემაა???

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო ქართული ოცნების პარტიის წევრი მინდა გავხდე და ასევე ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი გავხდე ბატონო სანდრო დამემუქრნენ ოჯახს ამოგიწყვიტავთო თუ წასვლას დააპირებო

Sandro Breg

არ იქნება ეგრე,არ იზამენ ნაცები ესე და მგონი ტყუილად ნერვიულობთ

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო განცხადებას დავწერ და წამოვალ მაგათ ჯინაზე ქართული ოცნების პარტიის და მთავრობის გვერჩი დავდგები მაგათ ჯინაზე 15თხუთმეტი ათას დოლარიანი პრადო მყავს და მკიდია მე ჩემი საკუთარი ბიზნესი მაქვს და ვგულაობ

Sandro Breg

მე არ ვუყურებ ესე მტრულად ნაცებს და თქვენც ნუ შეხედავთ,თუ არ გინდათ წადით თუ არა და დარჩით

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო იმიტომ მსურს წამოსვლა რომ ხელფას არმიხდიან უფასოდ ვმუშაობ ორიათას ხუთი წლიდან მე კიდე ცოლი მყავს და შვილი შემეძინა და ხელფასზე მუშაობა მსურს რომ ლუკმა პური შევიტანო ოჯახში

Sandro Breg

მაგათ ჯინაზე 15თხუთმეტი ათას დოლარიანი პრადო მყავს და მკიდია მე ჩემი საკუთარი ბიზნესი მაქვს და ვგულაობ---ეს მგონი თქვენ მომწერეთ არა???

ეხლა კი ხელფასი არ მაქვსო

პოლი ტიკოსი

სამსახურის მანქანა არის და მალე ჩამომსვავენ

Sandro Breg

ბიზნესი?ესეც სამსახურისაა?

პოლი ტიკოსი

ჩემი არ არის ოფისის არის და მინდა რომ საკუთარი მყავდეს ჩემი პირადი ხუთი ნაკვეთი მაქვს თითო 5 ხუთ ჰექტარიანი და მინდა კიდე გავაფართოვო და შემოსავალი მეტი მქონდეს

ბატონო სანდრო ვცდილობ მეტი და მეტი ნაკვეთები შევიძინო მსურს რომ გავაფართოვო ნაკვეთი და სოფლის მეურნეობას დავეხმარო რომ მეტი ხორბალი მოვიყვანო და მოსახლეობა დავაპურო და ხორბლის მარაგი კარგად და ბევრი იყოს

Sandro Breg

კი ბატონო კარგი იდეაა და წარმატებებს გისურვებთ

პოლი ტიკოსი

მადლობა გაიხარეთ ბატონო სანდრო თქვენი ოფისი სად მდებარეობს რომ გნახოთ

Sandro Breg

ღმერთმა დაგლოცოთ.

პოლი ტიკოსი

მადლობა გაიხარეთ საკუთარი ძმასავით მიგიღეთ და თქვენს იმედებს გავამართლებთ გპირდებით

ასევე თქვენც ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო სანდრო მინდა გითხრათ ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს და მეუღლეს და შვილებს ულამაზეს ოჯახს

Sandro Breg

ჩემს ოჯახს იცნობთ???

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო არვიცნობ მაგრამ ყოველთვის ყველაფერს კარგს ვუსურვებ ყველა კარგი ადამიანის ოჯახს და მათ მეუღლეებს და შვილებს

Sandro Breg

ტელეფონი რატომ გაქვთ გამორთული??

ჩართეთ გირეკავთ

პოლი ტიკოსი

ბავშვს სძინავს და გამორთული მაქვს

დროებით და ცოტახანში ჩავრთავ ბატონო სანდრო

Sandro Breg

ჩართეთ თუ შეიძლება ეხლა გირეკავთ

პოლი ტიკოსი

კარგით ბატონო სანდრო

Sandro Breg

კიდევ გამორთულია,გირეკავთ

პოლი ტიკოსი

chartuli maqvs

595...............

პოლი ტიკოსი

უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო კარგი ადამიანი ხართ მინდა გითხრათ თქვენს იმედებს გავამართლებ მუდამ კაცურ სიტყვას გაძლევთ ფეისბუქზე მხოლოდ თქვენ მოგწერთ აქ ვეღარავის ვენდობი მხოლოდ თქვენ გენდობით

პოლი ტიკოსი

ბატონო სანდრო შავ სიაში შევაგდე ის პიროვნებები ვინც მაწუხებდნენ მათი მობილურის ნომრები ამოვიწერე და გადავეცი ოფისის ადმინისტრაციას და გადაამოწმებენ ვის სახელზეა სამივე პიროვნების ნომერი

პოლი ტიკოსი

გიორგი გიორგაძე და ვინმე კუ იბერიელი ფრაქცია უმცირესობის და გიორგი მარგველაშვილის ფიზიკურ ანგარიშ სწორებას უპირებენ 15 თხუთმეტ ნოემბერს"

 

სავარაუდოა, რომ ბატონ გოგა მერაბიშვილს (თუ ბექა ფერაძეს) პოლიტიკოსთა ასეთ ავანტურაში ჩათრევა სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ შემდგომ ეს ყოველივე ისევ და ისევ მოქმედი ხელისუფლების საწინაააღმდეგოდ გამოეყენებინა!

ერთიცაა: ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ განხორციელებულ ღია მუქარზე  რეაგირება მოახდინა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.  თუმცა, დღემდე მათი რეაგირება ჟურნალისტისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევით შემოიფარგლა და პოლიციის მოქმედებებს ამ მხრივ რაიმე კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია!

შეგახსენებთ, რომ ჟურნალსტის მიმართ მუქარა 31 ოქტომბერს განხორციელდა და როგორც სანდრო ბრეგაძის შემთხვევაში, თემა ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი მიტინგია!

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, ის განცხადებაც გემახსოვრებათ, რომლითაც ბაკურ სვანიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა:

„ამთავითვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ დაზუსტებული არ მაქვს და არ ვიცი - ადამიანი, რომლის შესახებაც მოგმართავთ, რეალურად არსებობს თუ ეს მხოლოდ ვინმეს ფანტაზიის უშნო ნაყოფია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაქტის არდაფიქსირებაც არ ივარგებს.

დღეს, 31 ოქტომბერს, ჩემი „ფეისბუქის" პირად გვერდზე განთავსებულ პოსტებზე გაჩნდა რამდენიმე მუქარის შემცველი კომენტარი.

მსგავსი მუქარა-დაშინებების მცდელობები ჩემი მისამართით სოციალურ ქსელში ადრეც მრავლად ყოფილა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევა, მათი ავტორები „დამიბლოკია" და ამით დასრულებულა ყველაფერი.

თუმცა, ამჯერად მსურს ოფიციალურად მოგმართოთ, რადგან მუქარების ავტორი აცხადებს, რომ ის პოლიციის თანამშრომელია და თავის ოფიციალურ თანამდებობასა და სახელ-გვარსაც ასახელებს!

ამასთან, ის აცხადებს, რომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი!

მის კომენტარებში არის პირდაპირი მუქარა როგორც ჩემს მიმართ, ასევე ჩემს „კედელზე" კომენტარების დამტოვებელი სხვა ადამიანების მიმართაც.

მისი მუქარები შეეხება ჩემს მიერ დადებულ პოსტებს, რომელთა თემაც  „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები იყო.

მომყავს ციტატები:-

(სტილი დაცულია)

„აგერ ვარ ფრაქცია უმცირესობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტივისტი და პარტიის წევრი. ცენტრალური ოფისის თანამშრომელი გოგა ვარ მერაბიშვილი. „

„სანამ კარგ ხასიათზე ვარ, ფეისბუქი შენი ნებით გააუქმე და საიტზე აღარ დაგინახო შემოსული. თუ რამე პრობლემა გაქვს ნაცმოძრაობასთან ჩემს პარტიასთან აბა ერთი ისანი სამგორის სამმართველოში მოდი კაბინეტში ჩემთან დავილაპარაკოთ, 9 წელი ხინკლის ჭამაში გაგატარებინებ კამერაში ჯიგრიკ."

„სამართველოს განყოფილების ცვლის უფროსი ვარ გოგა ვარ მერაბიშვილი და თუ რამე კაბინეტში დავიბაზროთ"

„მაგას უთხარით ყურებს მოვაჭრი,  მაგის თავს ლანგარზე დადებულს დედამისს მივუტან, გაჩერდეს უთხარი სანამ კუბოში აღმოჩენილა"

ბატონო მინისტრო!

დაუჯერებელია, მაგრამ თუკი თქვენს რიგებში მართლაც მუშაობს ასეთი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, „ცენტრალური ოფისის თანამშრომელი" და ამავე დროს „სამმართველოს განყოფილების ცვლის უფროსი" გოგა მერაბიშვილი, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება თქვენს თანამშრომელს და კიდევ, სავარაუდოდ ქართული პოლიციის რიგებში შემორჩენილ იმ ადამიანებს, ვისაც პოლიციია პოლიტიკური ორგანიზაცია ჰგონია, ხოლო მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან სასაუბრო ენად - მუქარა და ლანგარზე დადებული მოჭრილი თავი მიაჩნია!

ამ მიმართვას თან ახლავს შესაბამისი „სქრინებიც".

გთხოვთ რეაგირებას შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

პატივისცემით, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე"


გიორგი მამაცაშვილი

მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის"

გენერალური დირექტორი


 

„რეპორტიორის" მინაწერი:

ბატონებო, არც დაჯერება გვინდა და რატომღაც, გვგონია, რომ მსგავსი სახელისა და გვარის ადამიანი ნამდვილად არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... ჟურნალისტის მიმართ გამოხატული აგრესია და მუქარა კანონით დასჯადი ქმედებაა! ესაა მთავარი! მეტიც: დასჯადია თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული შანტაჟის ენითა და პროვოკაციული ფორმით გამოხატული ქმედებაც!  მოკლედ, ორი სიტყვით ვამბობთ ჩვენს სათქმელს და გამგებიც გაიგებს: პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ვთხოვთ სათანადო რეაგირებას და „რეპორტიორთან" ერთად საზოგადოების ინფორმირებას!

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016