მას შემდეგ, რაც „რეპორტიორმა" გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა, თუ როგორ აშანტაჟებს დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს „ნაციონალური მოძრაობის" ინკოგნიტო წარმომადგენელი და როგორ ემუქრება ის ჟურნალისტ ბაკურ სვანიძეს, პოლიცია კიდევ ერთხელ დაინტერესდა ამ საქმით.
დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში ჟურნალისტი კიდევ ერთხელ დაკითხეს. ბაკურ სვანიძემ ჩვენება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის „ფეისბუქ-გვერდზე" დაფიქსირებული მუქარის შემცველი კომენტარები პირდაპირ უკავშირდებოდა 15 ნოემბერს დაანონსებულ „ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციებს.
„რეპორტიორი" კმაყოფილებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოჩენილი ყურადღების გამო.
თუმცა, იმედს ვიტოვებთ, საქმე დროულად და ობიექტურად იქნება გამოძიებული!
http://www.reportiori.ge/?menuid=74&id=45016&lang=1
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=44921&lang=1
http://www.reportiori.ge/?menuid=48&id=44920&lang=1
http://www.reportiori.ge/?menuid=4&id=43513&lang=1
http://www.reportiori.ge/?menuid=4&id=43525&lang=1