reportiori.ge - ილია მეორე: ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:15
რელიგია
ილია მეორე: ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ
16 ნოემბერი, 2014. 14:16



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიასა და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში", - განაცადა ილია მეორემ.



საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016