reportiori.ge - IDFI-ს განცხადების შემდეგ რადიო „სპუტნიკმა“ საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:27
მედია
IDFI-ს განცხადების შემდეგ რადიო „სპუტნიკმა“ საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 11:50


რ-რადიოს" „რია ნოვოსტისთან" გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება არასამთავრობო  ორგანიზაცია IDFI-პარასკევს, 14 ნოემბერს მოსთხოვა.

 

მედიჰოლდინგ Россия сегодня-ში შემავალმა Радио Спутник-მა საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა. ხელისუფლებამ იმ მედიაკომპანიის არაგეგმიური შემოწმება დაიწყო, რომელიც რუსულ რადიოს მაუწყებლობისთვის სიხშირეს აწვდიდა, რის შემდეგაც ქართველმა პარტნიორებმა კონტრაქტი გაწყვიტეს", - წერს რადიო „თავისუფლება".




ორგანიზაცია  IDFI-ის განცხადებით,  „რ-რადიოს" დირექტორი, ვინც „სპუტნიკს" სიხშირე დაუთმო, „ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა: „რ-რადიოს" დირექტორი ქეთევან კერესელიძე 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებში ფიგურირებს. კერესელიძე პარტიას 30 ათასი ლარით დაეხმარა. „რ-რადიოს" 61,5 %-ს შპს „საზოგადოება მედია ინვესტი" ფლობს. შპს „ხიტ ეფ ემის" საკუთრებაში კი 38,5 %ია. „ხიტ ეფ ემის" მფლობელი ნოდარ დარსაველიძეა, ხოლო „საზოგადოება მედია ინვესტი" ვახტანგ მგელაძის საკუთრებაშია. მასვე ეკუთვნის კომპანიები შპს „ჯენერალ პრომოუშენი", შპს „მედია პროდაქშენს", შპს „გლობალ მედია" და შპს „პრესის სახლი".



IDFI-ს განცხადებას  სოციალურ ქსელში დეპუტატი თინა ხიდაშელიც  გამოეხმაურა.



დღეს ბევრი რამე მოხდა და ნიუსურად დახუნძლულია დღე. ეს ამბავი ალბათ ჩაიკარგება, მაგრამ აუცილბელად უნდა დავწერო.

 

 

1. მადლობა IDFI-ს Giorgi Kldiashvili როგორც ყოველთვის სწრაფი და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, და netgazeti.ge ამ ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებისთვის

 

2. ისეთ კრუსუნი ატეხა სააკაშვილმა და მისმა ხელის ბიჭებმა, მეც კი რამის ეჭვი შემეპარა, მაგრამ აი სად გამომადგა საგამოძიებო კომისიის დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება

 

3. უკვე იცით, რომ ქალბატონი კერესელიძე 2012 წლის არჩევნების დროს ნაცმოძრაობის" სოლიდურ დამფინანსებლებშია და შესაბამისად მათ სულიერი მეგობარია ისე 2012 წელს ვინ ეშმაკი მისცემდა მაგათ ფულს

 

4. მაგრამ მთავარი ამ ტყუილში, რომელსაც პანიკის და სინანულის საბურველით გვაწვდის ნაცმოძრაობა", ის არის, რომ მარეგულირებელმა 2012 წლის მაისში გაუგრძელა 10 წლით ამ რადიოს ლიცენზია და ეხლა ვისთანაც უნდა იმასთან დადებს ხელშეკრულებას. ხელშეკრულების დადება არ არის კანონის დარღვევა. კანონი უნდა დაირღვეს და მაშინ თუ არაფეგააკეებს ჩვენი ხელისუფლება, გვესროლეთ დიდი ქვა.

 

5. ხუთოსნებო, იქნებ გვითხრათ, როგორ უნდა მოვიქცეთ, სპეცნაზით შევცვივდეთ თქვენი დამფინანსებლის რადიოში?

 

უი დამავიწყდა, მერე პოლიტიკური დევნის მსხვერპლიაო, იტყვით.

და კიდევ სანამ ისტერიკაში ჩავარდნილები ივანიშვილის გვარს ყველა ბრუნვაში მოიხსენიებდით, იქნებ საკუთრი სულიერი მეგობრისა და მხარამჭსათვის მეგობრული რჩევა მიგეცათ, ცუდი ამბავია და არ გააკეთო, ქვეყანას ავნებსო",- ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი  იუწყება, რომ  რადიოს მიმართ სასწრაფო ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციამ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება" „პუტინის პროპაგანდის"  მიმართ დაუშვებელ ლიბერალურ ურთიერთობაში დაადანაშაულა, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სალიცენზიო პირობების თანახმად, „რ-რადიოს" ვალდებულებები პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით განსაზღვრულია. მიუხედავად აღნიშნული რეგულირებისა, რუსულენოვანი „სპუტნიკის" კონტენტის ტრანზიტული მაუწყებლობის შემთხვევაში დასადგენია, თუ როგორ მოხდება პროგრამული პრიორიტეტების დაცვა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „რ-რადიოს" სიხშირეზე სხვა კომპანიის კონტენტი გადაიცემა.


IDFI-ის განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია განმარტება, თუ როგორ მოხდება სარედაქციო პრიორიტეტების დაცვის საკითხების კონტროლი, აგრეთვე, არასწორი ინფორმაციის კორექტირება და მისი უარყოფის გავრცელება.


შეგახსენებთ, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მაუწყებლობდა  რუსულენოვანი რადიოსადგური „სპუტნიკი", რომელიც „Россия сегодня-ს" ბრენდს წარმოადგენს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня"-ს გენერალურ დირექტორად რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისილევი ვლადიმირ პუტინმა 2013 წლის დეკემბერში დანიშნა.



საქართველოში მოქმედი რადიოსადგურ „სპუტნიკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია ანტონ ლასხიშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ რადიო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსულ და ქართულ ენებზე „განსხვავებულად გააშუქებდა".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016