reportiori.ge - „ბიბლია მიუფუჩეჩებიათ“ - მამა პეტრეს პასუხი თინა მახარაძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:12
სხვადასხვა
„ბიბლია მიუფუჩეჩებიათ“ - მამა პეტრეს პასუხი თინა მახარაძეს
17 ნოემბერი, 2014. 11:45



მამა პეტრე თინა მახარაძის სკანდალურ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც თინა მახარაძე საუბრობს ბიბლიის შესახებ. მე მგონი, მაგ კაცს რაღაც შეეშალა თავის დროზე! მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო. აი, რომ დაეწერა არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ, კლა, მაშინ გავიგებდით, მაგრამ მიაფუჩეჩა", - განაცხადა თინა მახარაძემ

 



მამა პეტრემ  საჯარო  წერილი  მისწერა  შვილს.

მარი, დილით სკოლაში რომ ჩაგარბენინე, გამიღიმე და მითხარი: მა, ნახე თინას ახალი სკანდალიო?! ზარი უკვე ირეკებოდა, მოკლედ ვისაუბრეთ და გაიქეცი. რისი თქმაც ვერ მოვასწარი, ახლა გეტყვი.

 

 

ვიცი, რომ  თინა ძალიან გიყვარს, გულშემატკივრობ, მოგწონს მისი მსახიობური ნიჭი. ბევრ რამეში მეც გეთანხმები, მაგრამ არის რაღაც, რაც ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს. ნებისმიერ ადამიანს  აქვს  თავისუფალი ნება, მათ შორის თინასაც, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვისი უფლებებიც. ვცდილობდი, შენი სიყვარულით და თინეიჯერული ახირებებით მისთვისაც გამეგო. რაც ბოლოს გააკეთა, ეს უკვე დასაგმობია. თავისუფლებასაც საზღვარი აქვს. ამ საზღვრის მიღმა არაფრობაა. ჰოდა, ვეჭვობ, რომ არაფრობაში გადაეშვა.

 

 

ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეს ხელუხლებელი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები. ერთ-ერთი ასეთი ბიბლიაა. ბიბლია, როგორც ცხოვრების წიგნი, სიყვარულის, სინათლის, რწმენის, გამარჯვების, მიტევების, ჰუმანიზმის, თავისუფლების წყარო. ბიბლია მსოფლიო ცივილიზაციის სათავე და ლიტერატურული შედევრების ქვაკუთხედი. შენ თუ მეტყვი, რომ იქნებ მას არ სწამს ღმერთის, გიპასუხებ - მე მწამს, შენ გწამს, სხვასაც და ჩვენი უფლებებიც არ უნდა შელახოს. მისთვის თუ რელიგია არ არის მთავარი, ესეც შეიძლება გავიგოთ", მაგრამ ის ხომ ყველა ჩვენგანის ისტორიაც არის. დაფიქრდი, მიხვდები, რომ არასწორად მოიქცა. აქამდე არ მეკითხებოდი, უბრალოდ ფაქტად მიყვებოდი მის შესახებ. ვინაიდან დღეს მკითხე, ნიშნავს იმას, რომ არც შენ მოგეწონა. ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვერ გავიგე, ამით რისი თქმა სურდა?! რა გამოხატა?! რა დაგვანახა?! ღმერთთან კონფლიქტი თუ პირდაპირ დანაშაულზე მიუთითა ღმერთს, რომ ადამიანების დამახინჯებული სურვილების დარაჯად არ გამოგვეცხადა. ღმერთი მშვენიერებაა, მისთვის ყველა მანკიერი მხარე მიუღებელია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს იწყალებს.

 

 

თინა შეიძლება მეზობლის, მეგობრის, საზოგადოების გასაოგნებლად" ყირაზე დადგეს, მაგრამ ღმერთს ვერ გააოცებს და არც უნდა შეეცადოს. ნურც იმას მეტყვი, რომ უკომპლექსოა. არა... მე პირიქით მგონია, სწორედ კომპლექსების გამო აკეთებს ამდენ საოცრებებს", რომ დაგვიმტკიცოს, რა თავისუფალია. ამას უკომპლექსობის კომპლექსი ჰქვია. ამაში მარტო ის არ არის დამნაშავე. იმ ხალხმაც ხელი შეუწყო, ვისთვისაც თინას მორიგი ახირება ცხოვრების საზრისი ხდებოდა. ყურადღება რომ არ მიექციათ, გადაიღლებოდა და საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას სწორად შეძლებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნიჭიერია.

 

 

პირველ კლასში იყავი, ნატვრის ხე" რომ  წაიკითხე. მახსოვს, დიდხანს იყავი დაავადებული მარიტას პიროვნებით. გმირებსაც და ანტიგმირებსაც ადამიანები ქმნიან. ორივე საზოგადოების შესაფერისია. მარიტა მისმა თანამედროვეებმა შექმნეს და მერე თავად ჩაქოლეს. ბევრს კითხულობ და დაფიქრდი, რომელ გმირს გაგონებს თინა?! მე ჰეროსტრატე მახსენდება... შენი აზრიც მაინტერესებს. არადა, მას ძალიან კარგი

ნიჭები აქვს, სხვა მხრივ რომ დაგვაინტერესოს. ის კარგი ადამიანია, მაგრამ მინდა, შენ მასზე უკეთესი, ჩემზე უკეთესი იყო. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბროთ. მიყვარხარ!" - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

წყარო   geo.topfilms.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016