reportiori.ge - დღეს ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:38
კულტურა
დღეს ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა
19 ნოემბერი, 2014. 15:20




მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი „მეფე" 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა, დღეს მას 53 წელი შეუსრულდებოდა. მისი მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო, ჯგუფ არიშთან" ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი", რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი" (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.



ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა War is Over ". მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs" ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.



1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის „ორფეოსის სიკვდილი". 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ". 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო", 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება". ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი" და ორგანი'78" (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).



2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე", რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი, რომ", „აქ ხარ" და ნანასი". ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე" აირჩია.



2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.



2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა და ჯგუფებმა „33ა"-მ, „მწვანე ოთახმა", „Outsider"-მა, „ვაკის პარკმა", „The Young Georgian Lolitaz"-ამ, „ზუმბამ" და სხვებმა. დისკს ქაღალდის გემი - Tribute ალბომი ეწოდება.



მოგვიანებით შეგროვილ იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე". შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, „თეთრი ღმერთი".



დღეს, 17:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, დასწრება თავისუფალია.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016