reportiori.ge - ფესტივალი "ნიღაბი" - 2014
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:12
"რეპორტიორის" თვალით...
ფესტივალი "ნიღაბი" - 2014
19 ნოემბერი, 2014. 20:12




მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს სახელწოდებით „ნიღაბი", სადაც ერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები.


ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.


წლევანდელი ფესტივალი გაიხსნება 2 დეკემბრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საზეიმო დახურვა კი, 10 დეკემბერს „თი-ბი-სი გალერიში" გაიმართება.


კომპეტენტური ჟიური გამოავლენს მოყვარული დასების სტუდენტებს 9 ნომინაციაში. ჟიურის წევრები იქნებიან: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (თავისუფალი თეატრის მსახიობი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ია სუხიტაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), გოჩა კაპანაძე (რეჟისორი) და მერიის წარმომადგენელი პირი.


ფესტივალი „ნიღაბი" საერთაშორისო ხასიათს ატარებს და წელს ქართული დასებთან ერთად, თურქულ, უკრაინულ და აზიურ დასებს უმასპინძლებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016