reportiori.ge - უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:53
კულტურა
უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 11:27



უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქართული კინოს ფესტივალი კიევში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით "ბრმა პაემნები" გაიხსნება. ათი დღის განმავლობაში კი ნაჩვენები იქნება როგორც ახალი ქართული კინონამუშევრები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართული ფილმები, მათ შორის ოთარ იოსელიანის "შანტრაპა", ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი", რუსუდან ჭყონიას "გაიღიმეთ" და ზაზა რუსაძის "ჩემი საბნის ნაკეცი".



კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.



კინოფესტივალი საზეიმოდ 22 ნოემბერს, კინოთეატრ "კიევში" გაიხსნება და 2 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმები ნაჩვენები იქნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც: ხერსონი (24-25 ნოემბერი), ოდესა (25-28 ნოემბერი), სუმი (27-28 ნოემბერი), პოლტავა (28 ნოემბერი), დნეპროპეტროვსკი (1-2 დეკემბერი).



ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის დახმარებით იმართება.



კინოფესტივალის ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერია".

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016