reportiori.ge - „პიონერფილმი“ 55 წლისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:39
"რეპორტიორის" თვალით...
„პიონერფილმი“ 55 წლისაა
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 17:40




ვარსკვლავოსანი კინოსტუდია „პიონერფილმი" 55 წლისაა.  20 ნოემბერს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პიონერფილმის იუბილე აღნიშნეს. საღამოს სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი „პიონერფილმის" ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი,გრიგოლ ჩიგოგიძეა, რომელიც უკვე 45 წელია კინოსტუდიას სათავეში უდგას.



55 წლის საიუბილეო ღონისძიებამ ყოფილ და ახლანდელ პიონერფილმელებს უმასპინძლა. საღამოზე „პიონერფილმის" მიერ განვლილი გზა გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ნომრები ცნობილი მიუზიკლებიდან, რომლებსაც სტუდიის ბავშვები ასრულებდნენ.



„პიონერფილმი" ნახევარ საუკუნეზე მეტია უზრუნველყოფს ახალგაზრდების შემეცნებით აღზრდას. სტუდიის წევრები აწყობენ ფილმების პრემიერებს, შეხვედრებს, ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივობებში. სტუდია ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს.



„პიონერფილმს" 1982 წელს სახალხო სტუდიის საპატიო სახელიმიენიჭა.1986 წელს სტუდიამ   საქართველოს კომკავშირის პრემია მიიღო. ხოლო, 2009 წლის 1 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ საზეიმოდ გაიხსნა "პიონერფილმის" ვარსკვლავი.



„პიონერილმის" ხელმძღვანელი, მისი მოსწავლეები და ყოფილი პიონერფილმელები იმედს გამოთქვამენ, რომ სტუდია კიდევ მრავალი წლის მანძილზე იარსებებს და ხელს შეუწყობს იმ ეროვნული საქმის კეთებას, რომელიც ახალგაზრდების აღზრდასა და მათი ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.


















 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016