ვარსკვლავოსანი კინოსტუდია „პიონერფილმი" 55 წლისაა. 20 ნოემბერს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პიონერფილმის იუბილე აღნიშნეს. საღამოს სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი „პიონერფილმის" ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი,გრიგოლ ჩიგოგიძეა, რომელიც უკვე 45 წელია კინოსტუდიას სათავეში უდგას.
55 წლის საიუბილეო ღონისძიებამ ყოფილ და ახლანდელ პიონერფილმელებს უმასპინძლა. საღამოზე „პიონერფილმის" მიერ განვლილი გზა გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ნომრები ცნობილი მიუზიკლებიდან, რომლებსაც სტუდიის ბავშვები ასრულებდნენ.
„პიონერფილმი" ნახევარ საუკუნეზე მეტია უზრუნველყოფს ახალგაზრდების შემეცნებით აღზრდას. სტუდიის წევრები აწყობენ ფილმების პრემიერებს, შეხვედრებს, ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივობებში. სტუდია ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს.
„პიონერფილმს" 1982 წელს სახალხო სტუდიის საპატიო სახელიმიენიჭა.1986 წელს სტუდიამ საქართველოს კომკავშირის პრემია მიიღო. ხოლო, 2009 წლის 1 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ საზეიმოდ გაიხსნა "პიონერფილმის" ვარსკვლავი.
„პიონერილმის" ხელმძღვანელი, მისი მოსწავლეები და ყოფილი პიონერფილმელები იმედს გამოთქვამენ, რომ სტუდია კიდევ მრავალი წლის მანძილზე იარსებებს და ხელს შეუწყობს იმ ეროვნული საქმის კეთებას, რომელიც ახალგაზრდების აღზრდასა და მათი ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.