reportiori.ge - მჯერა, მაგრამ... არ მჯერა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მჯერა, მაგრამ... არ მჯერა!
ავტორი:
22 ნოემბერი, 2014. 15:28


სანამ მთავარ სათქმელს მოგახსენებთ, მინდა თქვენთან ერთად გავერკვე ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩის უფლება-მოვალებებში. თუ არ ვცდები ელჩი წარმოადგენს თავის სამშობლოს კონკრეტულ ქვეყანაში, არის მისი ინტერესებისა და ოფიციალური პოლიტიკის გამტარებელი და დამცველი; ვგონებ არ მეშლება. სწორედ ამიტომ, ესა თუ ის ხელისუფლება უმთავრეს დიპლომატებს საკუთარი გუნდიდან არჩევს და არა ოპოზიციიდან, რათა ქვეყნის პოლიტიკის წარმმართველთა იდეოლოგია სწორად და უხინჯად იქნას გატანილი მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში; შესაბამისად, ელჩი ვალდებულია იზიარებდეს თავისი ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკას და სწორი მესიჯები მიჰქონდეს იმ ქვეყნის პირველ პირებთან, სადაც მოღვაწეობს.



ახლა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ჩემი გაკვირვება (გნებავთ შეშფოთება) საქართველოს უპირველეს სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში - დესპანთუხუცესი გახლავთ ბატონი არჩილ გეგეშიძე. „თავისუფალი დემოკრატების" მიერ მოწყობილ დემარშს (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ) ამერიკაში საქართველოს პოლიტიკის გამტარებელი პირველი პირი ასე გამოეხმაურა:


„თავისუფალ დემოკრატებს" ვულოცავ დღევანდელ დღეს: გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, ვინაიდან მჯერა მათი პატრიოტიზმის და პროფესიონალიზმის."


„დღევანდელ დღეში" იგულისხმება „თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის გამართვის თარიღი. თითქოს გასაკვირიც არაფერია. ირაკლი ალასანიას და მის გუნდს არც სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვიათ და არც შაჰ-აბასს შეკვრიან, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელეს გზავნილი, რომ თითქოს „საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს და ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია".



ბატონი გეგეშიძის ამ მილოცვიდან ხომ არ დაგებადათ ეჭვი,რომ აშშ-ში საქართველოს დესპანიც იზიარებს ამ მოსაზრებას? როდესაც თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრებმა ბრალდება წაუყენეს ქვეყნის ხელისუფლებას, ამას მოჰყვა ერთის(თავდაცვის მინისტრის) გადაყენება და დანარჩენების გადადგომა; ქვეყანაში შეიქმნა ორი მხარე და როდესაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელჩი აცხადებ, რომ გწამს და გჯერა ერთი მხარის, გამოდის, შეგნებულად უპირისპირდები მეორე მხარეს, ანუ ხელისუფლებას.



მოდით უფრო დავკონკრეტდეთ: ხელისუფლების პირველი პირი სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამს თავდაცვის მინისტრისადმი,ღიად მიუთითებს, რომ მას და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდათ მთავრობის პოლიტიკური ხედვისგან დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები, შეფასებები, გადადგმული ნაბიჯები და ამის გამო მოხდა სამთავრობო ცვლილება, ხოლო ელჩი(რომლის მიმართაც გარკვეული ეჭვი და უკმაყოფილება პრემიერის ამერიკაში ვიზიტისას ერთხელ უკვე გაჟღერდა) ასეთ სტატუსს აქვეყნებს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დიპლომატიური და სამსახურებრივი ტაქტის დარღვევაა, ხოლო ცოტა მოურიდებელი და უხეში თუ ვიქნები, პროტესტის ფორმაა...



საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს მსგავსი შემთხვევა, როცა გაეროში საქართველოს იმჟამინდელი ელჩი, ირაკლი ალასანია და მისი თანამოაზრეები, თანამდებობიდან ზუსტად ანალოგიური მიზეზის გამო გადადგნენ. და თუ ბატონი გეგეშიძე აგრძელებს თავის მოვალეობის აღსრულებას, ვისი პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება ამერიკაში? განა შესაძლებელია შენი სამშობლოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართულების სისწორეში ეჭვი გეპარებოდეს და თან ამ ხელისუფლების ინტერესებს წარმოადგენდე მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში? ვფიქრობ, ჩვენი დესპანთუპირველესი, გაუგებრობაშია მოხვედრილი და ამ გაუგებრობიდან დროულად უნდა იპოვოს გამოსავალი, დააკონკრეტოს ვინ იდეებს იზიარებს და ვისი პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება, თორემ ხომ შეიძლება მავანმა ჩემსავით იფიქროს და გონივრული ეჭვიც გაუჩნდეს?! თან, თუ ეს მავანი, ხელისუფლების ბერკეტთან ძალიან ახლოს დგას, არ დავიღუპოთ და ამხელა ამერიკა საქართველოს ელჩის გარეშე არ დაგვრჩეს...



პატივისცემით: გარსევან დესპანიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016