1950 წლის 23 ნოემბერს უდიდესი მამულიშვილებისა და ლეგენდრული შემოქმედების - რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახში დაიბადა უნიჭიერესი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი...
გახსოვთ, რამდენი სიამოვნება მოუნიჭებია ლაშას პიესებით დადგმულ სპექტაკლებს - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი", რომელიც მაესტრო რობიკო სტურუამ დადგა...
ლაშა თაბუკაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ლაშა თაბუკაშვილი არის მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი და ასევე, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე.
ჟურნალ ''XX საუკუნესთან'' დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი ''XX საუკუნე'' (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში ''100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი''.
2005 წელს თაბუკაშვილმა მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესისათვის.
2010 წელს ლაშა თაბუკაშვილმა მიიღო თეატრალური პრემია ''დურუჯი'', საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესისათვის.