2015 წლის 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უძღვნის. 4 იანვარს მისი უწმიდესობა 82 წლის შესრულდება.
საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან მე-20 და 21-ე საუკუნის სურათები. ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე გააცოცხლებენ სცენაზე.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, კონცეფციის და ორიგინალური ვერსიის ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი რეჟისორი: დავით დოაიშვილი, მუსიკალური პროდუსერი: მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი: თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია: გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი: ვანო ჭელიძე, გენერალური პროდიუსერი: დავით ოქიტაშვილი.
ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)