"რეპორტიორის" თვალით...
ფესტივალი "ნიღაბი" ორ დღეში იწყება
ავტორი: გიორგი კინტირაია
29 ნოემბერი, 2014. 21:20
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია „ასტა" ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს სახელწოდებით „ნიღაბი", სადაც ერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები.
ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.
წლევანდელი ფესტივალი ორ დღეში, 2 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნება, საზეიმო დახურვა კი, 10 დეკემბერს „თი-ბი-სი გალერიში" გაიმართება.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24