რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ქართველი და რამდენიმე რუსი კანონიერი ქურდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ის შეირაღებაც ჩანს, რომელიც ეკატერინბუგში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კანონიერი ქურდების მანქანებიდან ამოიღეს.
შეგახსენებთ, კანონიერი ქურდების შეკრება რუსმა სამართალდამცველებმა ეკატერინბუგში ჩაშალეს, სადაც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ათობით კრიმინალური ავტორიტეტი მათ შორის არიან ქართველებიც. სვერდლოვსკის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით შეკრების დროს დააკავეს რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი მათ შორის „გია თბილისკი“, ზურაბ თევთიძე და პაატა ლანგვილავა.
შეკრებას ეკატერინბურგში, სპეციალურად რუსეთის სხვდასხვა ქალაქებიდან ჩასული „კანონიერი ქურდები“ ესწრებოდნენ.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს "კანონიერმა ქურდებმა" წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოასწრეს, რადგან სპეცრაზმი კაფეში, სადაც შეკრება მიმდინარეობდა მოულოდნელად შევიდა და დაკავების სპეცოპერაცია დაიწყო. კაფე ამ დროს "კანონიერ ქურდებს" დახურული ჰქონდათ და იქ გარეშე პირები არ იმყოფებოდნენ. ჩხრეკის შედეგად კანონიერ ქურდების ავტომობილებიდან იარაღი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადააგზავენს.