reportiori.ge - კონკურსი „ახალგაზრდა ბლოგერი 2014“ იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:36
მთავარი თემა
კონკურსი „ახალგაზრდა ბლოგერი 2014“ იწყება
ავტორი:
03 დეკემბერი, 2014. 16:39


 

ინტერნეტ პორტალი „yellowblog.ge", საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორისა"  და რადიო "კომერსანტის" მხარდაჭერით აცხადებს ახალგაზრდა ბლოგერების კონკურსს.

 

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა, დამწყებ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ ჟურნალისტებს, მისცეს საშუალება, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, გააცნონ ფართო აუდიტორიას თავიანთი ნამუშევრები და, რაც მთავარია, დასაქმდნენ მედიაში.

 

კონკურსი დაიწყება 2014 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2015 წლის 31 იანვრამდე, საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური.

 

გამარჯვებულები სტაჟირებას გაივლიან საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორში", რადიო კომერსანტსადა პორტალ „yellowblog.ge"-ის  ნიუსრუმში, შემდგომ კი დასაქმდებიან ზემოთ აღნიშნულ მედიასაშუალებებში (სურვილის მიხედვით).

 

კონკურსის მიმდინარეობა

 

კონკურსი დაიწყება 15 დეკემბერს და გაგრძელდება 7 კვირის განმავლობაში, ყოველი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება მონაწილეთა მიერ წინასწარ წარმოდგენილი ნამუშევრები, რომელსაც 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.

 

რომელი ავტორიც ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ქულას, ავტომატურად ეთიშება კონკურსს, ხოლო დანარჩენები აგრძელებენ მონაწილეობას, თუკი ყველა მონაწილე გადალახავს მინიმალურ ქულას, შესაბამისად, პროექტს დატოვებენ ყველაზე დაბალი ქულების მქონე მონაწილეები, აქვე მოქმედებს მკითხველთა მიერ მონაწილის გადარჩენის ფუნქცია, კერძოდ - რომელი ნამუშევარიც კვირის განმავლობაში დააგროვებს ყველაზე მეტ like-, მიუხედავად ჟიურის შეფასებისა, მისი ავტორი მაინც გააგრძელებს ბრძოლას.

 

კონკურსში გათვალისწინებულია ნომინაცია „მკითხველის ფავორიტი". ამ ნომინაციაში გამარჯვებული ხდება პირველ კვირაში გამოქვეყნებული ნებისმიერი ბლოგის ავტორი. რომლის ბლოგიც კონკურსის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში დააგროვებს ყველაზე მეტ Like-, მოუხედავად იმისა, გააგრძელა თუ არა მან შემდგომ ტურებში ბრძოლა („მკითხველის ფავორიტის" ნომინაციაში მონაწილეობს მხოლოდ პირველ კვირაში გამოქვეყნებული ბლოგი).

 

თემატიკა

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:

კვირა: თავისუფალი თემა

კვირა: გენდერული ურთიერთობა

კვირა: 2014

კვირა: ინდივიდი და საზოგადოება

კვირა: თავისუფალი სექსი?!

კვირა: შეზღუდული შესაძლებლობები

კვირა: სტიგმა

 

 

წესები და პირობები:

 

მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 24 წელს.

მონაწილეს უფლება აქვს, წეროს ფსევდონიმით და დარჩეს მკითხველისათვის ანონიმურად, მაგრამ აუცილებელია, კონკურსანტის იდენტიფიცირება მოხდეს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფთან (სახელი, ასაკი, ტელეფონი, პირადობის მოწმობის ასლი).

 

მონაწილე არ უნდა იყოს რომელიმე მედიასაშუალების შტატიანი თანამშრომელი.

 

ბლოგი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ან დამამცირებელ ლექსიკას (არ იგულისხმება უცენზურო ლექსიკა).

 

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და მისი ყველა ბლოგი წაიშლება საიტიდან.

 

მონაწილეობის მსურველებმა პირველი ბლოგები უნდა გამოაგზავნონ 13 დეკემბრის 23:00 საათამდე.

 

ყოველი შემდეგი კვირის ბლოგი უნდა გამოგზავნოს გამოქვეყნებამდე ყველაზე გვიან ორი დღით ადრე (მაგ: 22დეკემბრის კვირაში გამოსაქვეყნებელი ბლოგი უნდა იყოს გამოგზავნილი 20 დეკემბრის საღამოს 20:00 საათამდე).

 

ბლოგი უნდა იყოს ქართულ ენაზე, word-ის ფორმატში sylfaen შრიფტით, არ უნდა აღემატებოდეს 2 ნაბეჭდ გვერდს.

 

საკონკურსო ტექსტი არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული არც ელექტრონულ და არც ნაბეჭდ ფორმატში.

 

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის დაფიქსირება ავტომატურად ნიშნავს, რომ ავტორი გაეცნო და ეთანხმება ზემოთ მოყვანილ პირობებსა და წესებს.

 

 

მსურველები უნდა გამოგვეხმაურონ 2014 წლის 10 დეკემბრამდე და დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

 

ელფოსტაinfo@solostudio.ge  

 

ტელ: +995 570 709 833;  +995 32  2 51 51 51



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016