"რეპორტიორის" თვალით...
ფესტივალი "ნიღაბი-2014" წარმატებით მიმდინარეობს
ავტორი: გიორგი კინტირაია
04 დეკემბერი, 2014. 12:38
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია „ასტა"-ს რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი-2014"-ს წარმატებით მიმდინარეობს.
ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალშიპროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება,ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.
9 დეკემბრის ჩათვლით, ცხრა სხვადასხვა უნივერსიტეტის დასები თავიანთ წარმოდგენებს შემოგთავაზებენ. სპექტაკლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველდღე 16:00 საათზე დაიწყება. საზეიმო დახურვა კი, 10 დეკემბერს „თი-ბი-სი გალერიში" გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24