reportiori.ge - ფეიხოას სასარგებლო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:49
სხვადასხვა
ფეიხოას სასარგებლო თვისებები
05 დეკემბერი, 2014. 11:37



ფეიხოა დაბალკალორიული ხილია და მარადმწვანე კულტურას მიეკუთვნება. გემო და სუნი მოგაგონებთ კივის და ანანასს. საკვებად იყენებენ კარგად დამწიფებულ ნაყოფს, მისი შიგთავსი კი ჟელეს მოგაგონებთ. რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით მეტად სასარგებლოა.



მისი მთავარი სიმდიდრე იოდია, რომელიც კარგად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ასევე მდიდარია C ვიტამინით, საქაროზით, უჯრედისით და პექტინით. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ათეროსკლეროზით, პიელონეფრიტით დაავადებულთათვის, რესპირატორული დაავადებების მქონე ავადმყოფებისთვის. იგი გამოიყენება როგორც დიეტური პროდუქტი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება.



ფეიხოას კანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. მას ახმობენ და ხმარობენ ეგზოტიკური ჩაის მოსამზადებლად. ფეიხოასგან მომზადებული სოუსი პიკანტურ გემოს აძლევს ხორციან კერძებს. შეგიძლიათ დაამზადოთ გემრიელი დესერტი - გახეხილ ფეიხოას დამატებული არაჟანი.



ყველაზე გავრცელებული რეცეპტია ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ფეიხოას დამატებული შაქარი. იგი გემრიელია და იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად, გულის თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს. ფეიხოას ფოთლებიც სასარგებლოა, მას ვაშლის გემო აქვს.

შეიძლება სალათებში მისი გამოყენებაც. ასევე ამზადებენ მურაბას, რომელიც ძალიან არომატული და გემრიელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016