reportiori.ge - გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი სამ ადამიანს პოსტს დაატოვებინებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი სამ ადამიანს პოსტს დაატოვებინებს...
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 20:52



ლარის გაუფასურებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარდაუვალი ცვლილებები მოჰყვება. სანდო წყაროს ინფორმაციით, მზადდება სქემა, რაც შეიწირავს ეკონომიკური ბლოკის რამდენიმე გავლენიან ჩინოვნიკს. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისგან გამოსაყვანად მუშავდება ახალი სისტემა, რომელიც ჯერ მხოლოდ მონახაზშია, მაგრამ მანამდე ალიასთვის" ცნობილი ხდება, რომ 2-3 დღეში საკადრო ცვლილებებს მთავრობის ერთი ჯგუფი შეეწირება. 

 

სანდო წყაროს ინფორმაციით, „იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული არაფერი ხდებაო, ძალიან გაბრაზებული ყოფილა იმაზე, რომ სისტემა არ მუშაობს. მას გარემოცვა სულ ფეხებზე ჰკიდია, ბიძინასთვის მთავარია, სისტემამ იმუშაოს. მაგალითად, ბიძინას ოთახში შუქი რომ არ აინთოს, შეიძლება იქაურობა დაანგრიოს", - გვიყვება წყარო და „ალიასთან" საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან თბილი და ახლო ურთიერთობების მიუხედავად, ის აუცილებლად ჩამოაცილებს მართვის სადავეებს პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ზვიად ჯანყარაშვილს. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას უკრაინაში საგანგებო მისიით მიავლენენ და როგორც წყარო ამბობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჯანყარაშვილის კანდიდატურა არ განიხილება, ბევრს არაფერს ნიშნავს. 


ასევე, საუბარია, რომ პოსტს ჩამოაცილებენ რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩხენკელი შს გენინსპექციის უფროსის მოადგილეობიდან გადმოიყვანა. მისი არსებობა, ფაქტობრივად, რამდენიმე დაინტერესებული ადამიანის გარდა, არავინ იცის. ის, რომ რეგიონული მართვის სისტემა საერთოდ არ მუშაობს, ბიძინა ივანიშვილმა თითოეულ ჩვენგანზე უკეთ იცის. 


კულუარებიდან ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი შავლიაშვილიც გამოეთხოვება პოსტს, რომლის მიმართ ივანიშვილს კითხვები ჰქონია. წყაროს თქმით, იმდენად სუსტია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომ უამრავი ფული დარჩა ასათვისებელი. „მაგალითად, ხიდია გასაკეთებელი, ეს უამრავ ხალხთან უნდა შეათანხმო, ტენდერებში ჩაიხედეთ, რა ხდება, სამდღიან ტენდერებს აცხადებენ, მერე იწყებენ ყვირილს, - ჩქარა, ჩქარა გააკეთეთ, თორემ ვიღუპებითო. მაგალითად, ავიღოთ ჭიათურა. „ნაციონალური მოძრაობის" დროს, ვიღაც აკეთებდა ინფრასტრუქტურულ პროექტს და ისევ იმათ ეძახიან, იმიტომ, რომ იციან საქმე, ამათგან განსხვავებით".  


წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე სანდო ადამიანი ჰყოლია, რომელიც მისი ყური და თვალია. ისინი უმრავლესობასა და აღმასრულებელ გუნდს აკონტროლებენ და დავალებულ აქვთ, რომ ივანიშვილთან მიიტანონ რეალური ინფორმაციები. რამდენიმე მაკონტროლებლისგან ივანიშვილმა მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია, რომ მთავრობაში მოკალათებულია ინიციატივას მოკლებული გუნდი, რეალურად, სხვა საქმეებით არიან დაკავებული, ყველაფერი გაჩერებულიაო... ამ თემაზე ოთხი დღის წინ თათბირი გამართულა ბიძინა ივანიშვილსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალება გუნდზე მიყურადება და თვალთვალი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი ყველა მოვლენის საქმის კურსშია. ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულად აქტუალური ყოფილა სიტყვები - „უმოქმედობა", „ინფლაცია", „შეუსრულებელი პროექტები", „უსაქმურობა" და უპასუხისმგებლობა".  


ბიძინა ივანიშვილს წესად ჰქონია, რომ ინფორმაციას რამდენიმე წყაროსთან ამოწმებს. ეს კონკრეტული დეტალიც მას რამდენიმე წყაროსთან გადაუმოწმებია, ბოლოს კი ივანიშვილს საკუთარი დეიდაშვილისთვის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილისთვის დაუძახია და უკითხავს, შენ როგორ აფასებ არსებულ მდგომარეობასო და მასაც იგივე სურათი აღუწერია, - ესენი არაფერს არ აკეთებენო... 


მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, ჩვენ ძალიან მოულოდნელი სიურპრიზების წინაშე აღმოვჩნდეთ. წყაროსთან საუბარში „ალია" დაინტერესდა, შეეხება თუ არა ბიძინა ივანიშვილის რისხვა ირაკლი ღარიბაშვილს? როგორც შევიტყვეთ, აქ სიტუაცია სხვა მხრივ განვითარდება,  ღარიბაშვილს პრობლემა არ შეექმნება, მან შეიქმნა გარკვეული ქარიზმა და ის რომ დიდ ეკონომიკურ ძვრებს ვერ მოახდენდა, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ბიძინა ეტყვის, შენ ეკონომიკურ გუნდს დაანებე თავი, ეს ხალხი იქნება ჩემი და შენ მიხედე პოლიტიკასო. 


ბიძინა ივანიშვილი კერძო საუბრებში თურმე ამბობს, რომ თუკი არ შეიცვალა მმართველობის სისტემა, 2016 წელს მისი გუნდი არჩევნებს წააგებს. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ბიძინა ყველაფერს გააკეთებს, რომ შექმნას სისტემა, რომელიც იქნება გამართული. ივანიშვილი ვერ მიდის იმ ნაბიჯზე, რომ დაშალოს პარლამენტი, მას რაღაც აჩერებს, თუმცა 2016 წლამდე მას შეუძლია გააკეთოს ასეთი რამ: 2015 წლის ბოლოს დაშალოს შსს და უშიშროება ცალკე გამოყოს, რაც „ოცნების" პროგრამაში იყო ჩადებული. 


მოკლედ, წყაროს მტკიცებით, ივანიშვილი არ არის კმაყოფილი არსებული გუნდით, არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სერიოზულ სვლაზე ფიქრობს. უმრავლესობა, რომელიც, ფაქტობრივად, გია ვოლსკისა და მანანა კობახიძის იმედადღა დარჩა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ვეღარ უძლებს. ასე რომ, უახლოეს დღეებში მოედნის გასუფთავება იწყება, ამ პროცესს კი რამდენიმე ფიგურანტი შეეწირება, მათ შორის, ალბათ, ნოდარ ხადურიც, რომელმაც ქვეყანა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად წარმოუდგენელ კრიზისამდე მიიყვანა - ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლო რამდენიმე წელია, არავის ახსოვს. 

 

ნინო სამხარაძე 

გაზეთი ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016