reportiori.ge - გურიის ექს-გუბერნატორმა დიდი გურულის დარად თქვა, სახლში მივდივარო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გურიის ექს-გუბერნატორმა დიდი გურულის დარად თქვა, სახლში მივდივარო...
ავტორი:
06 დეკემბერი, 2014. 15:18


საქართველოს მთავრობაში გადაადგილებები გრძელდება. პრინციპში, გადაადგილება პირობითი ცნებაა, რეალურად კი თანამდებობიდან მიდის ხალხი, რომელიც კონკრეტულ ჯგუფთან იგივდება...


მთავარი, რასაც გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძეს ედავებოდნენ, ის გახლდათ, რომ 2012 წლის არჩევნებზე მისმა ფირმამ „ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე ათეულათასობით შემოწირულობა გააკეთა და შემწირველთა შორის არამარტო თავად ჩხაიძე იყო, არამედ მისი თანამშრომლებიც, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" შესაწირ თანხას პირადად ჩხაიძე აძლევდათ.



სამაგიეროდ, გურიის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მისი ეს ქმედება ზეწოლით იყო გამოწვეული და რეალურად „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მან ისიც მოიშველია მაგალითად, რომ ნაციონალებს ერთი პერიოდი გაექცა და პრაღაში ცხოვრობდა მხოლოდ იმის გამო, რომ დაჭერით ემუქრებოდნენ, თუმცა...



ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩხაიძეს წინა ხელისუფლებამ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა 2012 წლის არჩევნებში დაფინანსებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ. ექს-გუბერნატორმა ეს შეთავაზება მიიღო... უფრო ზუსტად კი, ჩხაიძე დარწმუნებული იყო ნაციონალების წარმატებაში და საკუთარი თავის გადასარჩენად 2012 წელს ფული და კავშირები არ დაიშურა...



რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს ჩხაიძის თანამდებობა შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია და ეს ყველაზე კარგად თავად ჩხაიძემ იცის. ამის მიუხედავად, ოპონენტები თემას, რომ ჩხაიძე ვიღაცის ინტერესებს შეეწირა, აქტიურად ამუშავებენ და სამომავლოდ ისინი სწორედ ამ მიმართულებას განავითარებენ. გურიის ექს-გუბერნატორმა დიდი გურულის დარად თქვა, სახლში მივდივარო და წესით, ყველა კითხვას სწორედ ამ ერთი ფრაზით უპასუხა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016