reportiori.ge - ახალუბნის სამი მკვიდრი ცხინვალის პოლიციამ გაათავისუფლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:26
სამართალი
ახალუბნის სამი მკვიდრი ცხინვალის პოლიციამ გაათავისუფლა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 19:53

ცხინვალის პოლიციის იზოლატორიდან ახალუბნის სამი მცხოვრები გაათავისუფლეს. ოთარ და ნუგზარ ელიაურები და გია ძურძუკი რუსმა მესაზღვრეებმა სამი დღის წინ სოფელ ახალუბნის განაპირას , პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა 18 წლის ახალგაზრდამ კი თავს გაქცევით უშველა და გატაცების შესახებ თანასოფლელებს და სამართალდამცველებს შეატყობინა. 
ელიაურებისა და ძურძუკის ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ, გადაიხადეს თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული საჯარიმო თანხა. მეზობლები კი, ორ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, თითოეულ მათგანს 2 000 რუბლის გადახდა მოუხდა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ საჯარო თანხამ თითოეულ დაკავებულზე 3 000 რუსული რუბლი შეადგინა. 
ნუგზარ ელიაური ტელეფონით ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრა და უთხრა, რომ სამივე გათავისუფლებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცხინვალის იზოლატორში მათზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016