reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:23
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს
ავტორი:
07 დეკემბერი, 2014. 11:19




მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.



დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. წმინდა ეკატერინე თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგადაც იგი მოინათლა. სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა.



ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, წმინდა ეკატერინემ უარი განაცხადა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და მსხვერპლი შეეწირა. ამის გამო, წმინდა ეკატერინეს 305-313 წლებში იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.



მანამდე წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბერძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.



ნეტარ ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016