reportiori.ge - როგორ მოქმედებს მიღებულ წამლებზე ალკოჰოლი, რძე, ყავა და ჩაი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 11:10
სხვადასხვა
როგორ მოქმედებს მიღებულ წამლებზე ალკოჰოლი, რძე, ყავა და ჩაი
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 13:35


წამლის მოქმედება დაფუძნებულია მის ურთიერთქმედებაზე ორგანიზმის მოლეკულებთან. თუ წამალს დავლევთ სხვადასხვა სითხის საშუალებითი, მიმდინარე რეაქციის ხასიათი შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს.



ალკოჰოლი - ეთილის სპირტი ცვლის უჯრედის მემბრანის შეღწევადობას. ამის ხარჯზე, ყველა წამლის ეფექტი, ისევე, როგორც გვერდითი მოვლენები, გარდა ანტიბიოტიკებისა, ძლიერდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ამით შესაძლებელი იქნება ძვირადღირებული წამლის დოზირების შემცირება. ღვიძლზე დატვირთვა ძლიერდება და ძალიან სწრაფად აღწევს საშიშ ზღვარს.

ლუდი, მათ შორის უალკოჰოლო, შეიცავს ღვიძლის ფერმენტების მოქმედების დამამუხრუჭებელ ნივთიერებებს. ამის გამო წამალი უფრო ნელა გადამუშავდება, რაც ასევე ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს.

არასოდეს შეურიოთ ალკოჰოლი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის ფუნქციონირების მხრივ. კატეგორიულად აკრძალულია ანტიდეპრესანტების მიღება ალკოჰოლით. ამ შემთხვევაში უარყოფითი მოქმედება შეეხება არა მარტო ღვიძლს, არამედ ტვინსაც.



რძე - სასარგებლო პროდუქტია. მასში კალციუმის, მაგნიუმის და რკინის იონების დიდი შემცველობაა. სწორედ ეს იონები შეიძლება შეკავშირდნენ ანტიბიოტიკების მოლეკულებთან და დაქვეითდეს მათი წვდომა ორგანიზმისადმი. ამიტომ ანტიბიოტიკების დალევა რძით არ შეიძლება.

რძის შემცველობაში არსებული ფერმენტი ქსანტინოქსიდაზა თრგუნავს  სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებას. სამაგიეროდ, ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევი საშუალებების მიღება რძით სასარგებლოც არის. რძე ამცირებს მათ უარყოფით მოქმედებას კუჭის ლორწოვან გარსზე. ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E, K) ასევე რძის გარემოში კარგად გრძნობენ თავს.



ჩაი - შეიცავს ტანინს. ის ქმნის მჭიდრო კავშირს ბევრ იონთან, ამიტომ ირღვევა რიგი მიკროელემენტების შეწოვა. კერძოდ, ჩაი არ უნდა დავაყოლოთ რკინის პრეპარატებს. ჩაი მსუბუქად ასუსტებს ფერმენტ CYP3A4 მუშაობას.



ყავა- მას იგივე ეფექტი ახასიათებს, რაც ჩაის, გარდა ამისა ის შეიცავს კოფეინს. ამ სასმელით ცხადია, არ შეიძლება საძილე საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილგამაყუჩებლები უფრო დიდხანს მუშაობს, თუ მას ყავით დავლევთ.

არითმიის საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებელი და ჰიპოტენზიური საშუალებები არ შეიძლება ყავასთან ერთად მივიღოთ. რადგანაც კოფეინი მაღლა წევს წნევას და აძლიერებს გულისცემას.

ორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები და კოფეინი ღვიძლში ერთი და იმავე ფერმენტებით გადამუშავდება. ქალის ორგანიზმი, რომელიც ხანგრძლივად იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ნელა გადაამუშავებს კოფეინს, რის ხარჯზეც ყავის ყოველი ფინჯანის მოქმედება ხანგრძლივდება.


წყარო - mkurnali.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა) 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016