reportiori.ge - ზეითუნის ზეთი - პოპულარული კოსმეტიკური საშუალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:32
სხვადასხვა
ზეითუნის ზეთი - პოპულარული კოსმეტიკური საშუალება
ავტორი:
08 დეკემბერი, 2014. 14:46


ზეითუნის ზეთში დიდი რაოდენობით არის კანისთვის ისეთი აუცილებელი ვიტამინები, როგორებიცაა Е და А, ასევე ვიტამინები - D, К, В, მონოუჯერი ცხიმები.



ზეითუნის ზეთის რეგულარული გამოყენება, თუნდაც სუფთა სახით, უზრუნველყოფს კანის ახალგაზრდობას, სილამაზესა და გლუვ ნაზ სტრუქტურას. ზეითუნის ზეთი არ განეკუთვნება ალერგენული ნივთიერებების რიცხვს, ამიტომ მგრძნობიარე კანისთვისაც კი შეიძლება იქნას გამოყენებული.



ზეითუნის ზეთი საშუალებას იძლევა, არა მარტო ავიცილოთ თავიდან ნაოჭების გაჩენა, არამედ ნაკლებად შესამჩნევი გავხადოთ ის მცირე ნაოჭები, რომელთაც უკვე მოასწრეს გაჩენა.



სახისთვის ზეითუნის ზეთის გამოყენება შეიძლება, ასევე, როგორც გამწმენდი საშუალება. ასეთი პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ღამე, ძილის წინ ან დილას, მაკიაჟის დადებამდე. სახის კანის გაწმენდის მიზნით, ზეითუნისზეთიანი ჭურჭელი უნდა ჩავდოთ ცხელწყლიან ქვაბში და ოდნავ შევათბოთ. შემდეგ ბამბის ტამპონი კარგად გაჟღინთეთ ზეითუნის ზეთით. სახის კანი იწმინდება სამასაჟე ხაზების გასწვრივ. თუ კანი მშრალია, მაშინ ღამით გაწმენდის შემდეგ არ არის აუცილებელი დარჩენილი ზეთის მოშორება, რადგან ღამის განმავლობაში იგი შეიწოვება და დამატებით არბილებს და ატენიანებს კანს. დილით ჩატარებული პროცედურისას კი გაწმენდიდან ნახევარი საათის შემდეგ უნდა შეიმშრალოთ კანი ხელსახოცით ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.



ცხიმიანი კანის ზეითუნის ზეთით გაწმენდისას, როგორც დილით, ისე ღამით, პროცედურიდან ათი წუთის შემდეგ კანი უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით.



ზეითუნის ზეთს სრულიად შეუძლია შეცვალოს კოსმეტიკური რძე, როგორც სახიდან დეკორატიული კოსმეტიკის მოშორების საშუალება.


წყარო - mkurnali.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა) 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016